კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებამ „რადიო ჰერეთს“ 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლო განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, „ჰერეთის“ დამარცხებით დასრულდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა (ციტატა): „თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს კომუნიკაცების ეროვნული კომისიის არაკანონიერი აქტი დააკანონა. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური შეკვეთა იყო. დღევანდელი სასამართლო დასტურია იმისა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან“ (ციტატის დასასრული).
მიმდინარე კვირაში რეგიონულ პრესაში ყველაზე აქტუალურ თემად ომი რჩებოდა. განსაკუთრებით ბევრი მასალა ამ თემას ქუთაისურმა „ახალმა გაზეთმა“ მიუძღვნა, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია ომში გარდაცვლილი მებრძოლების – დავით ავალიანის, ირაკლი ჯანელიძისა და ლევან კოხრეიძის შესახებ; აგრეთვე, ომის ქრონიკა დღეების მიხედვით, სტატია დაჭრილების უიმედო ყოფაზე და რეპორტაჟი საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან, სადაც დღესაც საოკუპაციო ჯარი დგას.
მეორე ქუთაისური გაზეთი „პოსტ სკრიპტუმი“ აქვეყნებს ხონის მკვიდრის, სერჟანტ მერაბ ჯანაშიას ტყვედ ჩავარდნისა და გათავისუფლების ისტორიას. როგორც მებრძოლი ყვება, იგი რუსი გენერლების „პიარმა“ გადაარჩინა, რადგან მას, როგორც საჩვენებელ ტყვეს, რუსი ჟურნალისტების თვალწინ საგანგებოდ უვლიდნენ.
დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ვინმეს აგვისტოს ომის ამბები აინტერესებს, რეგიონული გაზეთები უნდა იკითხოს. არსად ქართულ მედიასაშუალებებში არ არის თვითმხილველთაგან მოწოდებული იმდენი ინფორმაცია, რამდენიც რეგიონულ პრესაში.
ფოთის გაზეთი „რეზიუმე“ ბეჭდავს სტატიას იმის შესახებ, რომ ყაზახეთი უარს აცხადებს ფოთის პორტში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაზე. ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ ვითარებას უკავშირდება. არადა, 2006 წელს ყაზახურმა ინვესტიციამ 152 მილიონ დოლარს მიაღწია.
გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ აქვეყნებს გულო კოხოძის სტატიას იმის შესახებ, რომ სახელმძღვანელოების მაღალი ფასი პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მოსწავლეთა მშობლებს, არამედ, მასწავლებლებსაც. თითოეულ მოსწავლეს 150 ლარამდე ღირებულების სახელმძღვანელოები სჭირდება; მასწავლებელს კი მთელი თვის ხელფასის გადახდა უწევს იმ წიგნებში, რომლებითაც უნდა ასწავლოს. მშობლები გამოსავალს სასკოლო ბიბლიოთეკების შექმნა–გაძლიერებაში ხედავენ.
გაზეთი „კახეთის ხმა“ აგრძელებს ენერგოდისტრიბუციის თემას და ბეჭდავს ნინო ჭაბაშვილის უმწვავეს სტატიას იმის შესახებ, თუ რა მსხვერპლის გაღება უწევთ კახელებს დენის მისაღებად.
მიმოხილვას დავასრულებთ „გაზეთ ბათუმელების“ სტატიით აგვისტოში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის შესახებ. შავაძის ამბავი გაზეთმა თავის მკითხველს რამდენიმე კვირის წინ უამბო. ოფიციალური უწყებებიდან გავრცელებული ხმებით, სერჟანტმა ომში სამშობლოს უღალატა და ამის გამო წამებით და სიკვდილით დაისაჯა; ოფიციალური ინფორმაციით კი, იგი ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს და გაქცევის დროს მოკლეს. შავაძე სახლიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიყვანეს, რომელთა შორის გარდაცვლილის მეუღლემ გიორგი ჩიქოვანი ამოიცნო. ეს ის ადამიანია, რომელიც ერთი წლის წინ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს და შემდეგ, 50 ათასი ლარის გირაოს ფასად, სასამართლოდან გაათავისუფლეს. მაშინაც ამ ამბის შესახებ „გაზეთი ბათუმელები“ წერდა, რომელიც ჟურნალისტური სიმამაცით ქართული მედიის უდავო ლიდერია.
ია ანთაძე, „რადიო თავისუფლებისთვის“, თბილისი.