რომ პრობლემები აქვს, ზოგიერთი გაკოტრდა კიდეც. ამან კი მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციათა მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ვითარების სტაბილიზაცია მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც აშშ-ის მთავრობამ ბაზარზე უპრეცედენტო საკრედიტო ინტერვენციის შესახებ გამოაცხადა. ასევე მოიქცა რუსეთის მთავრობაც. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენა თავიდან აიცილოს?
თუ რუსეთის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი მეტწილად მისმა სამხედრო მოქმედებებმა განაპირობა, აშშ-სა და მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე წარმოქმნილი კრიზისის მიზეზი სულ სხვაა. გასული კვირის დასაწყისში მსოფლიო საფონდო ინდექსების ვარდნა რამდენიმე მსხვილი ბანკის პრობლემებმა გამოიწვია. საფონდო კრიზისმა კი გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენა აშშ-ის საფინანსო სისტემა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მწვავე კრიზისის დასაძლევად აშშ-ის მთავრობამ 700 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა. შესაბამისი ინიციატივით პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკვე მიმართა აშშ-ის კონგრესს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო კრიზისი დაახლოებით ნახევარი წელი მაინც გაგრძელდება. რა გავლენას ახდენს ეს პროცესები საქართველოზე? ამ კითხვით ეკონომიკის ექსპერტს ნიკო მჭედლიშვილს მივმართე.
[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] „ფინანსური რესურსები უფრო და უფრო ძვირი ხდება და და ხელმისაწვდომობა მცირდება. აქედან გამომდინარე, თავისთავად ფულადი ნაკადების შემცირება ხდება საქართველოს ეკონომიკაში და ინვესტიციების შემცირებაც მოხდება. უბრალო მომხმარებლის დონეზეც კი გამოიწვევს კრედიტების გაძვირებას. ცნობილია, რაც უფრო ძვირია ფული, უფრო ნაკლებია ფული ეკონომიკაში. უფრო ნაკლები ფული ნიშნავს ეკონომიკის შენელებას ან დაცემას.“(სტილი დაცულია)
მსოფლიო ფინანსური კრიზისის საქართველოზე გავლენის თაობაზე განსხვავებულ აზრს გამოთქვამს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. მისი განცხადებით, რუსეთის საფინანსო და საფონდო ბაზარზე განვითარებული კრიზისი საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ამ ორ ბაზარს შორის ძალიან სუსტი კავშირი არსებობს. საქართველოში რუსეთის მხოლოდ ერთი ბანკი, „ვნეშ-ტორგ ბანკი“, მუშაობს და მას საქართველოს საბანკო ბაზრის მოკრძალებული სეგმენტი უკავია.
ზურაბ გვასალიას გაცილებით სერიოზულად მიაჩნია მსოფლიო ბირჟებზე წარმოქმნილი კრიზისი:
[ზურაბ გვასალიას ხმა] „ჩვენ ის გვეხება იმ ინტეგრირების დონით, რა დონითაც ვართ ინტეგრირებული ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე. აი, იქაც არ არის ჩვენი წილი ძალიან დიდი. საერთოდ, ასეთი კრიზისები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე გავლენას ახდენს, მაგრამ მეტ-ნაკლებად - იმდენად, რამდენადაც ვართ ჩვენ ინტეგრირებული ამ ბაზარზე.“(სტილი დაცულია)
რაც შეეხება საქართველოს საბანკო სექტორს, ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას და, შესაბამისად, საკრედიტო რესურსების სიმწირეს ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე განიცდიდა. სამხედრო კრიზისმა კი საქართველოს საბანკო სექტორიდან კაპიტალის 12 პროცენტის გადინება გამოიწვია. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”ბიზნეს კურიერში” გამოსვლისას „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ ბოლო დროს ბანკებში გადინებული კაპიტალის დაბრუნება დაიწყო:
[ვახტანგ ბუცხრიკიძის ხმა] „ფაქტიურად, სექტემბრის თვიდან უკვე დაიწყო ზრდა, ნაწილობრივ ხდება იმ თანხების უკან შემოდინება. ჯამურად, ეს არ იყო დიდი თანხა, 300 მილიონ ლარზეა სულ საუბარი.“(სტილი დაცულია)
ვახტანგ ბუცხრიკიძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ საკრედიტო რესურსებს, რომელთაც საქართველო დახმარების სახით მიიღებს და რომლებიც შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ჩაანაცვლებს.
მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე აქციათა კურსის ვარდნას - კრიზისს - წინ უსწრებდა გადაწყვეტილება საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარების შესახებ. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის აშშ-მა ერთი მილიარდი დოლარი, ევროკავშირმა 500 მილიონი ევრო, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 750 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მათი დიდი ნაწილი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო მიმზიდველობის აღდგენას მოხმარდება. კერძოდ კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტით საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შეივსება, რაც საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.