საკუთარი ხმების დაცვას სამართლებრივი მეთოდებით აპირებს. ამ ბუნდოვანების მიუხედავად, უკვე შესაძლებელია საუბარი იმის შესახებ, თუ რა როლს ითამაშებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები სამომავლო პოლიტიკურ პროცესში.
ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამება ნამდვილად ნაადრევია. საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც მძიმედ განიცადა თბილისში ნოემბრის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, ძნელად ეგუება მიხეილ სააკაშვილის ხელახალი გაპრეზიდენტების პერსპექტივას. ოპოზიციაც ბრძოლისთვის არის განწყობილი. მეორე მხრივ, უცხოელი დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მათ შეფასებას, ძირითადად, ადგილობრივი დამკვირვებლებიც ეთანხმებიან. ხოლო ამ მშვიდ და საქმიან ვითარებაში მიღებული შედეგების მიხედვით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს, გამარჯვებული სწორედ მიხეილ სააკაშვილია.
თუმცა, არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, ზოგიერთ სამომავლო ტენდენციაზე საუბარი უკვე შესაძლებელია. პირველ რიგში, ის უნდა გავიხსენოთ, რა ვითარებაში დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მთავარი ის იყო, რომ საქართველოს ბევრმა მოქალაქემ თვალნათლივ დაინახა - ჩვენი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს ნაწილია და შეუძლებელია აქ მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი, რაც მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში არ მოექცევა. ეს გაკვეთილი, წესით, ყველასთვის სამახსოვრო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ექსტრემალურ პირობებში დანიშნულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, სიცოცხლისუნარიანი კანდიდატები გააჩინა და არჩევნებს თავისი რეალური მნიშვნელობა შესძინა. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდა, სამომავლოდაც, ძირითადად, სოციალურ პროგრამებზე საუბრობს. ლევან გაჩეჩილაძე კი მოსახლეობას საკონსტიტუციო რეფორმას ჰპირდება და ამ გზით დემოკრატიის განვითარების პერსპექტივებს სახავს. არჩევნების საბოლოო შედეგები, დიდწილად, სწორედ იმ ბალანსის ამსახველი იქნება, თუ საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი უყურებს საკუთარ მომავალს სოციალურ ჭრილში და რა ნაწილი - დემოკრატიულ ჭრილში.
კიდევ ერთი ტენდენცია ისაა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდით - დემოკრატია სისტემური მოვლენაა. ოპოზიციას მთელ ქვეყანაში გაცილებით უკეთ ჰქონდა საქმე მხარდამჭერების კუთხით, ვიდრე - საკუთარი რესურსის კუთხით საარჩევნო უბნებზე თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამიტომ, რაკი გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებია მოსალოდნელი, ოპოზიციურ პარტიებს განსაკუთრებით ბევრი სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი თავისი შიდა რესურსის დასახვეწად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტორიტეტული სახეები აქამდე ოპოზიციასთან ღია კავშირს ვერ ბედავდნენ, არაავტორიტეტული ადამიანები კი ოპოზიციისთვის სასურველ შედეგს ვერ აღწევდნენ. საპრეზიდენტო არჩევნებმა, სულ მცირე, ის მაინც დაადასტურა, რომ სამომავლოდ ზოგიერთ პარტიასთან თანამშრომლობა ღირს და ამიერიდან გაცილებით უფრო ქმედით ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ ოპოზიციის ბანაკში დამკვიდრების სურვილი.
თავის მხრივ, სამომავლოდ ბევრი საქმე ექნება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი გუნდის ძველი სახეები მეტისმეტად არაპოპულარულია და, საარჩევნო სიის ამ სახეებით შევსების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების მოგება ნაციონალურ მოძრაობას მეტისმეტად გაუჭირდება. თავად მიხეილ სააკაშვილიც კი, რომელიც გაცილებით მისაღებია ხალხისთვის, ვიდრე მისი პარტიის სხვა წევრები, გაჭირვებით აგროვებს საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად საჭირო ხმებს. ისიც უნდა ითქვას, რომ სრულიად ახალი სახეები მოსახლეობისთვის არაფრის მთქმელი იქნება, ძველი სახეები ამომრჩეველს დააფრთხობს, ხოლო თან ახალი, თან მოსახლეობისთვის ნდობის აღმძვრელი და თან სააკაშვილისთვის საიმედო სახეების მოზიდვა ნაციონალურ მოძრაობას აქამდე არასოდეს მოუხერხებია. პრობლემა ისიცაა, რომ გუნდის შეცვლა პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს. არის კი სააკაშვილი მზად, პოლიტიკა ძირფესვიანად შეცვალოს?
ამიტომ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს მომავლის ჭრილში გავხედავთ, ნებისმიერ შემთხვევაში, დადებით ტენდენციებზე უნდა ვისაუბროთ. მთავარი მოვლენა, რამაც შემოდგომაზე სახელისუფლო კრიზისი გამოიწვია, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი იყო, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში აღარ განმეორდება. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნების ძირითადი შედეგი, იმის მიუხედავად, თუ ვინ გამოცხადდება გამარჯვებულად. ეს იქნება ქართველი ხალხის უმთავრესი პასუხიც საკუთარ შეცდომებზე, რისი პირდაპირი შედეგი იყო ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკა.