დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, გათავისუფლების მოთხოვნით. გასული კვირის დასაწყისში დაფუძნებული ახალი ოპოზიციური პარტია პარტიაში გაწევრიანების მოსურნეების მიღებას ახალ ოფისში განაგრძობს. ოქრუაშვილის თანაგუნდელი დეპუტატი კოკა გუნცაძე კოორდინაციას უწევს ”საერთო სახალხო მოძრაობის” შტაბის საქმიანობას. მოძრაობა აერთიანებს საქართველოში მოქმედი ოპოზიციური ძალების დიდ ნაწილს, მისი კარები მხოლოდ იგორ გიორგაძის და ირინა სარიშვილის პარტიისთვის დაიხურა. ოპოზიციის გაერთიანების სახით, რა სიახლე იკვეთება ქართულ პოლიტიკაში და რა შეიძლება შეცვალოს ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა?
გასულ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა - ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურმა გამოსვლამ, მისმა დაპატიმრებამ და ამ ფაქტთან დაკავშირებით ხალხის ქუჩაში გამოსვლამ - შეძლო ის, რაც აქამდე ძნელად განსახორციელებელ იდეად აღიქმებოდა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამ პოლიტიკური ოპოზიციის გაერთიანების გარკვეული კონტურები გამოკვეთა. ”მრეწველები” და ”ახალი მემარჯვენეები” ამ პროცესისგან განზე გადგნენ. ”საერთო სახალხო მოძრაობის კარი”, მოძრაობის ლიდერების გადაწყვეტილებით, დახურულია იგორ გიორგაძის და ირინა სარიშვილის პარტიისთვის... დანარჩენი ძალებისთვის კი მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დემონტაჟის მიზანმა უკანა პლანზე გადასწია სხვადასხვა პრინციპულ საკითხებზე პოზიციათა შორის განსხვავება. ძალები, რომლებიც საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავენ და ძალები, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან, საერთო მოთხოვნებს აყალიბებენ. ეს მოთხოვნებია: ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება გირაოს წესით, როცა ის დადებს ჩვენებას ყველაზე მაღალი რანგის ჩინოსნის მიმართ, საპარლამენტო არჩევნების იმ ვადებში ჩატარება, რომელშიც კონსტიტუციაში ცნობილი ცვლილების შეტანამდე უნდა ჩატარებულიყო, ანუ 2008 წლის გაზაფხულზე. არის კიდევ ერთი მოთხოვნა: საქართველო პრეზიდენტის გარეშე.
ხელისუფლება გამოეხმაურა ოპოზიციაში გაერთიანების პროცესს, მიესალმა გაერთიანებული ოპოზიციისგან გიორგაძის და სარიშვილის გამიჯვნას, მაგრამ დასვა შეკითხვა, რომელიც ორშაბათს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებაში ასე გამოიკვეთა: ”ყველამ ვიცით, ვინ არის შალვა ნათელაშვილი, მელაშვილები, შარტავები. გაუგებარია, გიორგაძეს და სარიშვილს კარს უხურავდე და ეს ხალხი გვერდით გედგას”, - თქვა ბოკერიამ და მის შენიშვნას რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”რესპუბლიკური პარტიიდან” თინა ხიდაშელი გამოეხმაურა:
[თინა ხიდაშელის ხმა] ” როგორმე მისი რჩევის გარეშე მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას და თუ პრორუსული ძალები აინტერესებს, თავის პარტიაში მოიკითხოს. ვურჩევ, ბენდუქიძის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საქმეებით დაინტერესდეს. ”
რით შეიძლება დაინტერესდეს ხელისუფლება? მისი წარმომადგენლების მხრიდან უკვე ითქვა, რომ პროკურატურა არ დაიწყებს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელთა საქმეების შესწავლას ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრალდებების გათვალისწინებით. ცრუ ბრალდებებზე მინისტრების საქმიანობა არ გადამოწმდება - ასეთია პოზიცია. ამას გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილ ბრალდებებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. თუ ბრალდებებთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არსებობს, მას აუცილებლად გადაამოწმებს პროკურატურა. ბრალდებებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა კი საკითხის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზებას მოიტანს - ასეთი განცხადება გაკეთდა უმრავლესობაში. აქვე ვიტყვით, რომ ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ”ახალი მემარჯვენეები” გამოვიდნენ.
და ისევ, რით შეიძლება დაინტერესდეს ხელისუფლება ?
[გიგა ბოკერიას ხმა] ”შეიძლება სისტემურ ცვლილებებზეც ფიქრი, მაგრამ მთავარი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ, ბატონ ოქრუაშვილის მსგავსად, სხვა შემთხვევაშიც უფრო ადრე უნდა მოხდეს რეაგირება ღირებულებით განსხვავებაზე, თუნდაც მცირე იყოს ეს განსხვავება. ”(სტილი დაცულია)
ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში შეკითხვას, რას შეცვლის საკითხებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები.
ამავე შეკითხვას ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია პასუხობს: ”უარეს სცენარში სააკაშვილის მმართველობა შეიძლება გახდეს უფრო რეპრესიული. ” პოლიტოლოგი ურჩევს ხელისუფლებას შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაცილებით ნაკლები საბაბი მისცეს ოპონენტებს დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის კუთხით კრიტიკისთვის.