”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” - ასე ჰქვია პარტიას, რომელსაც სათავეში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჩაუდგა და რომელიც თავის რიგებში პარლამენტის დეპუტატებს, თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ ყოფილ მოადგილეს, წარსულში ცნობილ ჟურნალისტებს და სხვა ადამიანებს აერთიანებს.
სექტემბრის ბოლოსთვის დათქმული პრეზენტაცია, როგორც იქნა, შედგა. მასზე ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა მიმართა.. მიმართვის დასრულების შემდეგ არც მას და არც მის თანაპარტიელებს ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხიათ.. ირაკლი ოქრუაშვილმა არ მიიჩნია საჭიროდ დამატებით ესაუბრა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომლებიც მან საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა პირებს და, მათ შორის, პირველ რიგში, პრეზიდენტს წაუყენა. თუმცა თქვა, რომ პასუხს საჯაროდ, მთელი საზოგადოების გასაგონად, ყველა შეკითხვას გასცემს.
[ირაკლ ოქრუაშვილის ხმა] ” ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაშისტურმა ტენდენციებმა და ხელისუფლების მხრიდან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა გვაიძულა ამ შემადგენლობით გამოვსულიყავით და ჩვენი პოზიციით წარვმდგარიყავით საზოგადოების წინაშე. სააკაშვილმა ცხოვრების წესად აქცია უზნეობა, უსამართლობა, ადამიანების ჩაგვრა... რეპრესიები, ძარცვა და კაცის კვლა იქცა ხელისუფლების წესად...” (სტილი დაცულია)
ყველაფერმა ამან, ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებით, ქვეყანაში დაამკვიდრა შიში, რის შედეგადაც, ბევრი ადამიანი თავს არიდებს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართვას და ხელისუფლების მიმართ საკუთარი კრიტიკული მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმას.. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა სცადა ეჩვენებინა, რომ ის შეშინებულთა რიცხვს არ მიეკუთვნება და სწორედ იმ დროს, როცა, ხელისუფლების სხვადასხვა პოლიტიკური ოპონენტების შეფასებით,ყველაზე აქტიური შეტევა დაიწყო ოქრუაშვილის მეგობრებისა თუ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც შეიძლება ყოფილი თავდაცვის მინისტრის წარსულ საქმიანობაზე რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ, უმძიმესი ბრალდება წაუყენა ხელისუფლების სხვადასხვა პირებს და პირადად პრეზიდენტს:
[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] ”მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება სხვადასხვა პირების ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ ამაზე ხელი არ მომიწერია..”
ამას გარდა, ოქრუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას დიდი ოდენობის თანხის მითვისებისთვის დააკავა პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და შემდეგ, პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით, გაათავისუფლა. ”ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გაბატონებული. კორუფცია დასაშვებია პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვისა და მისი ოჯახის წევრებისთვის... სააკაშვილმა მერაბიშვილსა და მის ოჯახს ფეხქვეშ გაათელინა სამართლიანობა, ანუ უღალატა იმ მთავარ ამოცანას, რითაც ხელისუფლებაში ”ვარდების რევოლუციით” მოვიდა. მიმდინარეობს ბრძოლა საზოგადოების ავტორიტეტთა წინააღმდეგ, ხელისუფლება უგულებელყოფს ქართულ ტრადიციებს, პრეზიდენტ სააკაშვილს ამოძრავებს შინაგანი ზიზღი ქართული ეკლესიის მიმართ. რომ არა პრეზიდენტის სიმხდალე, საქართველოს ერთი ნაბიჯიღა აკლდა ერთ-ერთი დაკარგული ტერიტორიის შემოერთებამდე...” - ამ განცხადებებით და ამ ბრალდებებით დაბრუნდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში, ოღონდ ხელისუფლების ოპოზიციაში. მან აღიარა, რომ როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მომხრე იყო საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების ძალისმიერი გზით შემოერთებისა, მაგრამ უარი თქვა თვითშემოქმედებაზე და ანგარიში გაუწია პრეზიდენტის, ანუ უმაღლესი მთავარსარდლის, შეხედულებას; ამავდროულად, თქვა, რომ ფარსია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის არაფრის მომტანი პროცესი, რომელსაც, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებითი ადმინისტრაცია და, ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებით, კომიკური ფიგურა დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
ამ და სხვა მინიშნებების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ფიქრობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ერთი-ერთზე მიესადაგა რუსეთის პროპაგანდას და დაემსგავსა რუსი პოლიტიკოსების და, მათთან ერთად, იგორ გიორგაძისა და შალვა ნათელაშვილის გამოსვლებს. ბოკერია ამბობს, რომ ჰქონდა მოლოდინი ოქრუაშვილის მხრიდან დუმილის ხმაურიანი განცხადებებით დარღვევისა, და დასძენს:
[გიგა ბოკერიას ხმა] ” გამოგიტყდებით, მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხაროა, რომ შენი თანაგუნდელი ასეთ დეგრადაციას განიცდის და ასე უღალატებს ყველაფერს -საკუთარ თავს, საკუთარ რწმენას და საკუთარ ქვეყანას.”(სტილი დაცულია)
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რას უკავშირდება, მისი თვალსაზრისით,
ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებები და როგორ დაიწყო თავის დროზე გაუცხოება მასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორის:
[გიგა ბოკერიას ხმა] ”ერთადერთი, რითაც შეიძლება ასეთი დაცემა და დეგრადაცია აიხსნას, არის დაკავება მისი კლანის წევრების, ისევე როგორც თავის დროზე პოლიტიკური გაუცხოება დაიწყო მასთან დაახლოებული პირების დაკავებით შიდა ქართლში. ვგულისხმობ ცნობილ სკანდალს პოლიციის უფროსების დაკავებასთან დაკავშირებით. ” (სტილი დაცულია)
ასე ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. ირაკლი ოქრუაშვილმა კი საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე დადო პირობა, რომ მომავალში საზოგადოებას უფრო მეტს ეტყვის 25 სექტემბერს ხელისუფლების მიმართ წაყენებული ბრალდებების თაობაზე.