, მოგვიანებით მრგვალი მაგიდა თემაზე ”დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალისხმევის გააქტიურება”- ასეთი იყო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეების 24 სექტემბრის დღის წესრიგი თბილისში. სკანდინავიისა და ბალტიისპირა ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეები 25 სექტემბერს ბათუმს ეწვევიან. მათი ვიზიტი საქართველოში 26 სექტემბერს ამოიწურება. გესაუბრებით ვიზიტზე, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები მეტად სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
საქართველოს ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის პარლამენტთა თავმჯდომარეები და საპარლამენტო დელეგაციები სტუმრობენ. ვიზიტის მიზანს საქართველოს უფრო ახლოს გაცნობა წარმოადგენს.
”ჩვენ აქ ჩამოვედით იმისათვის, რომ გავეცნოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი მიზანია ზემოქმედება მოვახდინოთ ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. საქართველოს მხარს ვუჭერთ ყველა პოლიტიკურ არენაზე” - ეს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის ენე ერგმას სიტყვებია.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეები ერთსულოვნად გამოხატავენ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერას. საქართველოში მათი ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა ”უპრეცედენტო” ახსენა. ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველოში დღემდე ამ ფორმატის ღონისძიება არ ჩატარებულა. მისივე სიტყვებით, ერთდროულად 7 ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირთან შეხვედრები არც ბევრ სხვა ქვეყანაში გამართულა, თუ არ ჩავთვლით საპარლამენტო ასამბლეებს..
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეებთან საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ვიზიტის მნიშვნელობასა და მიზნებზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, გიგი წერეთელს, ვთხოვეთ:
[გიგი წერეთლის ხმა] ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, გამოხატული ღიად, საქართველოს მიმართ და იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა, ის უკავშირდება ჩვენს მთავარ ამოცანას -ნატოში ინტეგრაციას და, ამას გარდა, იმ სირთულეებს, რაც გვაქვს საერთაშორისო არენაზე რუსეთთან. ”(სტილი დაცულია)
პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა გიგი წერეთლის მიერ ნახსენებ სირთულეებზე და, ამას გარდა, საქართველოს მთავარ პრობლემებსა და ამოცანებზე. საქართველოსთვის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი - გამოცდილება ბალტიისპირა ქვეყნებისა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს:
[გიგა ბოკერიას ხმა] ”ბალტიისპირელები იძლევიან იმის საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ უნდა დაძლიო საბჭოთა გამოცდილება, სკანდინავიელები ქმნიან მაგალითს იმისას, როგორ უნდა შეინარჩუნო აყვავებული ქვეყანა დიდი ხნით. ძალიან საინტერესო კომბინაციაა და ვიზიტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ მუდმივად გვჭირდება საერთაშორისო ყურადღება და, ამავდროულდ, გვჭირდება მუდმივად ყოფნა ყურადღების ცენტრში, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩრდილოეთიდან გვემუქრება. ” (სტილი დაცულია)
იმის ნათელსაყოფად, თუ რა ხასიათის გამოცდილება აქვთ საქართველოსთვის სანიმუშო ბალტიისპირა ქვეყნებს და რას ურჩევენ ამ ქვეყნების ხელმძღვანელები ჩვენს ქვეყანას, მოვიყვან ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერმა ანდრიუს კუბილიუსმა მისცა რადიო ”თავისუფლებას ” ამ რამდენიმე თვის წინ:
[ანდრიუს კუბილიუსის ხმა] ” ჩვენ გავხდით ნატოს წევრი, იმიტომ რომ ეს გვინდოდა. ლიტვაში ჯერ კიდევ 1993 წელს შეთანხმდა ყველა პარტია იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ყოფილიყო.
ჩვენ გვყავდნენ კარგი მეგობრები, სხვა ქვეყნების სახით, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნების სახით. მათი დახმარებით მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ. ჩემი რჩევა საქართველოს მიმართ ასეთია: უნდა აჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო მზადაა ნატოში გაწევრიანებისთვის და, ამასთან ერთად, ეფექტიანად უნდა გამოიყენოთ თქვენი მეგობრები, რომლებიც წარმოადგენენ ნატოსა და ევროკავშირს. ”
რჩევებს ახლა უკვე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტთა თავმჯდომარეები აძლევენ საქართველოს. 25 სექტემბერს ბათუმში ისინი მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს შეეხება.