2007 წლის 11 სექტემბერს თბილისში ასეთი ღონისძიება ”ქართულ-ამერიკული მეგობრობის კლუბმა” გამართა. მაგრამ დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ არა ამ ღონისძიებაზე, არამედ იმ ცვლილებებზე, რომელიც ექვსი წლის წინ საქართველოსგან ძალიან შორს მომხდარ შემზარავ ტრაგედიას მოჰყვა მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველოს რეალობაზეც აისახა.
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 11 სექტემბრის ტრაგედიით განპირობებულ ცვლილებებზე საუბრისას განმარტავს, თუ რით იყო საქართველო საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის 2001 წლის 11 სექტემბრამდე და რით გახდა საინტერესო მას შემდეგ. პარლამენტარის აზრით, თუ 2001 წლის სექტემბრამდე საქართველო განიხილებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე გაჩენილ ახალ სახელმწიფოდ, რომელსაც ჰქონდა პრობლემები რუსეთთან, 11 სექტემბრის შემდეგ საქართველოსადმი სხვა ინტერესი გაჩნდა. საქართველო გახდა ანტიტერორისტული კოალიციის წევრი და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით შეიძინა ფუნქცია - ფუნქცია, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა მიეცა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ კვლევებში. დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ეს ფუნქცია შესუსტდება და საქართველო მოკავშირე შეერთებული შტატებისთვის საინტერესო დარჩება იმით, რომ არის რუსეთის სამხრეთის ფლანგის ნატოში გაწევრიანების მოსურნე ქვეყანა. მაგრამ დავუბრუნდეთ იმას, თუ როგორ აისახა საქართველოს რეალობაზე 2001 წლის სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოში განვითარებული ცვლილებები. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის აზრით:
[კოტე გაბაშვილის ხმა} ”საქართველომ პირდაპირი და ვაჟკაცური ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ანტიტერორისტულ კოალიციაში მიეღო მონაწილეობა და ამით მიაღწია დიდ ნდობას და, ამასთან, მნიშვნელოვან პოლიტიკურ წარმატებებს ისეთ საკითხებში, როგორიც არის თავისუფლების ხარისხის მომატება, საერთაშორისო მხარდაჭერის ზრდა. ”
სწორედ 11 სექტემბრის ტრაგედიამ აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაეწყოთ აქტიური საომარი მოქმედებები ავღანეთში. საიდუმლო არ არის, რომ ავღანეთში მიმავალი სამხედრო ტვირთები საქართველოს საჰაერო და სახმელეთო დერეფნების გამოყენებითაც გადაიზიდებოდა. ქართველი ჯარისკაცები იღებდნენ მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციაში და აგრძელებენ კიდეც მონაწილეობას ... ცალკე თემაა ერაყი.. სულ ბოლო ინფორმაციით, ერაყში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი ახლა უკვე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ერაყისა და ირანის საზღვრის გაკონტროლებაში. მთელ ამ ცვლილებებზე საუბრისას პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილი აღნიშნავს ცვლილებებს ნატოს პრიორიტეტებშიც იმ მხრივ, რომ ნატოში საუბრობენ ორგანიზებულ დანაშაულზე, როგორც საფრთხეზე, არშემდგარ სახელმწიფოებზე როგორც დანაშაულზე, და დაასკვნის, რომ 6 წლის წინ დაწყებული მსოფლიო პროცესები საქართველოს პირდაპირ დაუკავშირდა:
[თემურ იაკობაშვილი ხმა] ”ფაქტია, რომ საფრთხეების უმეტესობა ახლო აღმოსავლეთიდან მოდის, საქართველო ახლო აღმოსავლეთის სიახლოვესაა და ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ცვლილებები, რაც ერაყის კამპანიას მოჰყვა რეგიონში და თურქეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში. მე ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ყურადღება უფრო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი, ვიდრე, ვთქვათ, აფრიკისკენ. ეს საქართველოს მსოფლიო ყურადღების ცენტრში აქცევს. ”
საქართველო მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში როგორც ანტიტერორისტული კოალიციის წევრი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების აზრით, უფრო მყარი და გრძელვადიანი მოკავშირეობისთვის კიდევ ბევრი რამ გვაკლია. დავით ბერძენიშვილის თქმით, არ კმარა, რეფორმების სახელით, რეფორმების იმიტაცია საშინაო პოლიტიკაში და არ არის საკმარისი დემოკრატიის დღევანდელი სტანდარტი ქვეყანაში.