სექტემბერში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები მზადდება. ამჯერად საუბარია არა რომელიმე მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრის შეცვლაზე, რაც თავისთავად გამოიწვევს მინისტრთა კაბინეტის მეტ-ნაკლებად განახლებას. სექტემბრისთვის სიახლე ოპოზიციურ სპექტრშიც იგეგმება.
ივლისის დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატებად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი განიხილებოდნენ. ლომაიას გვერდით კრიტიკულ წუთებში ყოველთვის თავად მიხეილ სააკაშვილი იდგა: გავიხსენოთ პრეზიდენტისა და მინისტრის ზედიზედ ორი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან მიმდინარე წლის გაზაფხულზე - მოზარდთა გამწვავებული აგრესიის ფონზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდამჭერი და, როგორც დასავლეთ საქართველოში იტყოდნენ, პატრონმყვარებელი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილია.
დაახლოებით ერთი თვის წინ ალექსანდრე ლომაიას თავგანწირული საპარლამენტო გამოსვლა უმრავლესობამ მასხრობად გადააქცია და ამით საბოლოოდ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის თანადგომა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართ მხოლოდ ფასადურია. ამ დღეს ყველასთვის - მათ შორის, თავად მინისტრისთვისაც - მკაფიოდ გაცხადდა, რომ ლომაიას კანდიდატურა პრემიერობის პრეტენდენტებს შორის აღარ განიხილება.
სექტემბერში, როდესაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბება, შესაძლებელი გახდება სამთავრობო ცვლილებების განხორციელება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ინფორმაციით, სწორედ სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს თავისი ახალი პარტიის პრეზენტაციას ირაკლი ოქრუაშვილიც. ნიშანდობლივია, რომ ოქრუაშვილისა და მისი პარტიის შესახებ საქართველოს სხვა ქალაქებში მეტს მოისმენთ, ვიდრე თბილისში. ჩანს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მხარდამჭერებს რეგიონებში კიდევ უფრო ენერგიულად ეძებს, ვიდრე დედაქალაქში.
დაზუსტებით არავინ იცის, რა ფუნქციით და რა მიზნით ბრუნდება პოლიტიკაში ირაკლი ოქრუაშვილი. ერთი ვერსიით, იგი მხოლოდ ვანო მერაბიშვილის გუნდს დაუპირისპირდება, მეორე ვერსიით კი - პირადად მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლებას შეეცდება. პირველ შემთხვევაში იგი ოპოზიციას საგრძნობლად დაასუსტებს, მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, გააძლიერებს. არსებობს მყარი არგუმენტი, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებული კომპრომატების გამო, პრეზიდენტს მისი გაოპოზიციონერების არც მოლოდინი აქვს და არც შიში. თუმცა სახელისუფლო ტექნოლოგიებში გაწაფული ადამიანები სამეცნიერო ნაშრომებს წერენ პოლიტიკური გუნდების საიდუმლოებების შესახებ. თუ ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებული კომპრომატები იმ საიდუმლოს ნაწილია, რომლის გამჟღავნება გუნდის ინტერესებში არ შედის, ნებისმიერი კომპრომატი ძალადაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს.
ასეა თუ ისე, არაოფიციალური ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სექტემბრისთვის ორი სერიოზული მოვლენა მზადდება: პრემიერ-მინისტრის შეცვლა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ორი მოვლენიდან სინამდვილეში მხოლოდ ერთი განხორციელდეს ან, სულაც, ორივე გადაიდოს. მაგრამ თუ ოქრუაშვილი ოფიციალურად დააფუძნებს ოპოზიციურ პარტიას, ცხადია, მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვანო მერაბიშვილი იქნება, თავის გუნდთან ერთად. ჯერ ერთი, სწორედ მერაბიშვილია ის ფიგურა, რომელთან დაპირისპირებამაც შეიწირა ოქრუაშვილის არნახულად მყარი პოზიცია სახელისუფლო გუნდში. გარდა ამისა, დღეს სააკაშვილის ყველაზე ძლიერი საყრდენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი პირველი პირია, რაც ვანო მერაბიშვილს ბუნებრივად აქცევს ოპოზიციის სამიზნედ წინასაარჩევნო პერიოდში.
შორიდან მაყურებელი ადამიანისთვის ძნელი სათქმელია, როგორ ზემოქმედებს ერთმანეთზე სექტემბერში დაგეგმილი ორი მოვლენა, მაგრამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების ნუსხაში გელა ბეჟუაშვილის გვერდით ბოლოხანს თბილისის მერის, გიგი უგულავას, გვარიც გაჩნდა. უგულავაც მერაბიშვილის გუნდიდანაა, ოღონდ, ბეჟუაშვილთან შედარებით, გაცილებით მკაფიო და მიმზიდველი პოლიტიკური სახე აქვს. იგი მეტი ადამიანის სიმპათიასაც იმსახურებს და შეუდარებლად ნაკლები ფინანსური რესურსი და ამბიციაც მოეპოვება, ვიდრე ბეჟუაშვილების ოჯახს. ეს კი არცთუ უმნიშვნელო ფაქტორებია ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პოსტზე პიროვნების შერჩევისას.
ასე რომ, სავარაუდოდ, ორ თვეში გაირკვევა, რა გუნდით იწყებს საარჩევნო მარათონს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და, მეორე მხრივ, ისიც გამოიკვეთება, რას მოუტანს ახალი პარტია ოპოზიციურ სპექტრს - მეტ ძალას თუ მეტ უძლურებას.