და თავისი გამოსვლით ხელისუფლება არანაკლებ გააოცა, ვიდრე ოპოზიცია. მინისტრის აგრესია განსაკუთრებით უცნაურად და არაადეკვატურად გამოიყურებოდა საზოგადოების თვალში, რომელიც მოუმზადებელი აღმოჩნდა ერთიანი პოლიტიკური კონტექსტის წასაკითხად. მინდა სწორედ ამ კონტექსტის შესახებ გესაუბროთ.
პარასკევს, 29 ივნისს, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემას “რეაქცია” ოპოზიციის თითქმის მთელი სპექტრი სტუმრობდა. გადაცემის პირველი ნაწილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საპარლამენტო გამოსვლას მიეძღვნა. თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა თითქოს პირი შეკრეს, რომ საზოგადოებისთვის არ აეხსნათ, რა ხდება სინამდვილეში და რატომ ჩააყენეს რთულ მდგომარეობაში ალექსანდრე ლომაია თავისივე თანაგუნდელებმა. ამ დღეს ოპოზიცია აშკარად არ იყო გულწრფელი საზოგადოების მიმართ.
ორიოდე თვის წინ ქართულ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც, კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გვაუწყებდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატი განიხილება: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი. სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე ამავე დასკვნამდე მივიდნენ მედიის ექსპერტები, რომლებიც სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებს იკვლევდნენ პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით “მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი - მედია და არჩევნები”. საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობაში პერიოდულად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც განცხადებებს და კომენტარს აკეთებენ თითქმის ყველა თემაზე, მათ შორის, მათი პროფესიული სფეროდან სრულიად დაცილებულ თემებზეც. ასეთი რამ კი შემთხვევით არ ხდება. მაგალითად, ყველას გვახსოვს, როგორ ამცნო საზოგადოებას კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ. მაშინ ვერავინ მიხვდა, რა შუაში იყო განათლების მინისტრი. მოგვიანებით კი ყველა საკითხზე ექსკლუზიური კომენტარების კეთების უფლება გელა ბეჟუაშვილმა მოიპოვა.
დაკვირვებული თვალი მკაფიოდ ხედავდა ამ ორ მინისტრს შორის არსებულ კონკურენციას. ამიტომ, როდესაც მოზარდთა ძალადობის თემამ საინფორმაციო სივრცე წალეკა, გაჩნდა ეჭვი, რომ თემის აჟიტირება ალექსანდრე ლომაიას წინააღმდეგ მიმართული ჩუმი კამპანიის ნაწილი იყო. კამპანიის “მესიჯი” ასე იკითხებოდა: “თუ განათლების მინისტრს სკოლისთვის ვერ მოუვლია, მის დაწინაურებაზე საუბარიც ზედმეტია”. ერთ მშვენიერ დღეს კი რამდენიმე სკოლაში ერთობლივი რეიდი ჩაატარეს განათლების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და თბილისის მერიამ. ამ ღონისძიებამ პასუხი ბევრ კითხვას გასცა.
საქმე ისაა, რომ გელა ბეჟუაშვილის გაპრემიერება, ყველაზე დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილისა და მასთან დაახლოებული წრის სურვილია. ამ ვერსიის სასარგებლოდ არაერთი ფაქტი მეტყველებს. ამჯერად მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიებს “ალანიას” და “მზეს” ერთი და იგივე გენერალური დირექტორი ჰყავს, რომელსაც ვანო მერაბიშვილი და ბეჟუაშვილების ოჯახი ერთნაირად ენდობა. სკოლებში ძალოვანებისა და მერიის წარმომადგენელთა ვიზიტი ერთგვარი აღლუმი იყო ლომაიას წინააღმდეგ. სულ ორ დღეში კი განათლების მინისტრი, პრეზიდენტთან ერთად, 51-ე საჯარო სკოლას ეწვია, რითაც საზოგადოებას და ოპონენტებს დაანახვა, რომ მის გვერდით თავად მიხეილ სააკაშვილი დგას.
ამ მოვლენებს მოჰყვა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ჭოლაძის დანიშვნა. ჭოლაძე კი გელა ბეჟუაშვილის ყოფილი მოადგილე და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. შესაბამისად, ალექსანდრე ლომაიას წინააღმდეგ მეორე ფრონტი კონტროლის პალატიდან გაიხსნა. ისიც გავიხსენოთ, რომ როდესაც ქურთას ვანო მერაბიშვილი სტუმრობდა, მის გვერდით ნოდარ გრიგალაშვილი იდგა - პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ეს სწორედ ის გრიგალაშვილია, რომელმაც საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ ლომაიას საჯაროდ დაუწუნა ზრდილობა.
ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ: ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ კახა ლომაია მეორე მინისტრია, რომელიც ვანო მერაბიშვილის ინტერესებს დაუპირისპირდა. შედეგად მივიღეთ საკმაოდ “აჭრილი” განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომელსაც ავიწყდება, როგორ იწერება სიტყვა “ბავშვი”, რომელსაც საბუთების მთა, კონტროლის პალატის ნაცვლად, პარლამენტში მიაქვს და რომელიც დაგროვილ აგრესიას საკუთარ თავში ვეღარ აკავებს. ეს არის კონტექსტი, რომელიც კარგად ხსნის ალექსანდრე ლომაიას, ერთი შეხედვით, ძნელად ასახსნელ ტექსტებს.