გამოქვეყნებულია სტატია “პიტერის დაზუსტებული პრინციპი”. ეს მცირე მოცულობის სტატია, ალბათ, არაერთ მკითხველს ჩააფიქრებს ქართული საზოგადოების განვითარების პრობლემებზე. როგორ მოქმედებს პიტერის ცნობილი პრინციპი თანამედროვე ქართულ რეალობაში?
კანადელი პედაგოგის ლოურენს პიტერის აღმოჩენა იმ საზოგადოებაზეა მორგებული, რომელიც ვითარდება, რომელშიც ბიზნესორგანიზაციები თუ სახელმწიფო უწყებები თანამშრომლებს დამსახურების მიხედვით აწინაურებენ. პიტერის პრინციპის შესახებ ფიქრი განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ქართული საზოგადოების კონტექსტში, რადგან სამინისტროებში, ბიზნესორგანიზაციებში, უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში - ერთი სიტყვით, ყველგან - ადამიანები თანამდებობებზე ერთი და იმავე კრიტერიუმებით ხვდებიან. თავად კრიტერიუმები პიტერის პრინციპთან შესაბამისობაშია, თუმცა რეალობა საშიშ ტენდენციაზე მიგვანიშნებს.
დღეს სამსახურში მიღებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ინგლისური ენის ცოდნაა. ძალზე სასარგებლოა ცნობილი ადამიანების რეკომენდაცია. თითქმის ასი პროცენტით “ჭრის” უცხოეთში სწავლის ან მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები. პრაქტიკულად აუცილებელია, სამსახურში მოწყობის მსურველთა ასაკი 30 ან, მაქსიმუმ, 40 წელს არ აღემატებოდეს და რაც ნაკლები იქნება - მით უკეთესი... ეს კრიტერიუმები ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა და ახალგაზრდა ხელისუფლების მსოფლხედვის ნაყოფია.
რას გვასწავლის პიტერის პრინციპი, რომელმაც მის ავტორს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი? თურმე, იერარქიულ სისტემაში ნებისმიერი თანამშრომელი აღწევს თავისი არაკომპეტენტურობის დონეს. უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, კომპეტენტური ადამიანი სულ უფრო მაღალ თანამდებობას იღებს მანამ, სანამ იმ დონეს არ მიაღწევს, რომლის შესაბამისი მოვალეობების შესრულება აღარ შეუძლია. ესე იგი, თანამშრომელი, რომელიც მუდმივად წინაურდება, აუცილებლად მიაღწევს ისეთ თანამდებობას, რომლისთვისაც იგი არაკომპეტენტური აღმოჩნდება. და, შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ყველა მაღალი თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ამ თანამდებობისთვის შეუფერებელმა პირმა.
დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმ ღერძის პოვნას, რომ ადამიანი ახალ თანამდებობაზე არაკომპეტენტური შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობები იზრდება, მისი ცოდნა და უნარები კი უცვლელი რჩება. ისიც ცნობილია, რომ რაც მეტი თანამშრომელი აღწევს თავისი არაკომპეტენტურობის დონეს, მით მეტად იკლებს ორგანიზაციის საერთო კომპეტენცია.
თუ საქართველოს მთავრობას ერთ დიდ ორგანიზაციად განვიხილავთ, გამოვა, რომ დაბალ თანამდებობებზე ადამიანები კონკურსის წესით ინიშნებიან, ხოლო მაღალ თანამდებობებზე - პრეზიდენტის პირადი ნდობის საფუძველზე. ნდობა კი, ხშირ შემთხვევაში, კომპეტენციისთვის ადგილს აღარ ტოვებს. ერთი მხრივ, ახალგაზრდების დანიშვნა თანამდებობებზე იმის საფუძველია, რომ მათ შეუძლიათ კიდევ ბევრი რამ ისწავლონ და არაკომპეტენტურობის დონეს რაც შეიძლება გვიან მიაღწიონ. მეორე მხრივ, თუ ადამიანის კომპეტენცია დანიშვნის დღესვე საეჭვოა, - მისი ასაკის, მართვის გამოცდილების უქონლობის, მწირი განათლების, ხასიათის დეფექტების თუ სხვა რამ ფაქტორების გამო, - მაშინ მთავრობა, როგორც ერთიანი ორგანიზაცია, სწრაფი დეგრადაციის რეჟიმში გადავა.
ეს პროცესი განსაკუთრებით საშიშია პიტერის პრინციპის თანამედროვე ვერსიის გათვალისწინებით. პიტერის დაზუსტებული პრინციპი გვამცნობს, რომ სწრაფად ცვლად გარემოში ნებისმიერი თანამშრომელი თავისი არაკომპეტენტურობის დონეს ადგილიდან დაუძვრელად, დაწინაურების გარეშეც აღწევს.
ამ თვალსაზრისის საფუძველი ისაა, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ზღვა ინფორმაცია, ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ყველასგან მოითხოვს მობილურობას, ცვლილებასა და განვითარებას. ერთი მხრივ, ახალგაზრდები გაცილებით მეტად არიან მიდრეკილი სწრაფი განვითარებისკენ, ვიდრე 50 და 60 წელს გადაცილებული თანამდებობის პირები. მეორე მხრივ, თუკი ახალგაზრდა 25 წლის ასაკში მოხვდა თანამდებობაზე, რომელიც მას აძლევს გავლენას, ფულს და, რაც მთავარია, ხელშეუხებლობის გარანტიას, ასეთ შემთხვევაში, განვითარების მოტივაცია არ არსებობს, ხოლო კომპეტენტურობის დონე ძალიან სწრაფად ეცემა.
ასე რომ, პიტერის პრინციპის გათვალისწინებით, ხელისუფლების მსოფლხედვა, შესაძლოა, სახელმწიფოსთვის ფორმალურად სასარგებლო აღმოჩნდეს - ინგლისურის ცოდნასა და უცხოურ დიპლომებზე აქცენტით; რეალურად კი - თუ ახალგაზრდა თანამდებობის პირებს, განვითარების ნაცვლად, გეზი ძალაუფლებით ტკბობისკენ ექნებათ, კორუფციის ჭაობიდან დახსნილი ქვეყანა არაკომპეტენტურობის უარესად მახრჩობელა ჭაობში აღმოჩნდება.