საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ,
რომ შეერთებულ შტატებთან ამჟამად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათს ტერიტორიებზე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსების შესახებ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნატო ჩიქოვანმა უთხრა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს, თბილისს ვაშინგტონიდან არ მიუღია შესაბამისი შინაარსის რაიმე ოფიციალური განაცხადი.
მაგრამ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა რურუამ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში აღნიშნა, რომ ამგვარი წინადადება საქართველოსთვის შეიძლება მისაღები იყოს.
[რურუას ხმა]: ”კავკასიაში, მოგეხსენებათ, სამი დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველოს პოზიციას რაც შეეხება - პირადად ჩემს პოზიციას, მე არ შემიძლია აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით ვილაპარაკო - ეს არის წინადადება, რომლის მიღებაც შესაძლებელია. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად მოხდება დაახლოება დასავლური თავდაცვის სისტემებთან, რაც უფრო მეტად ინტეგრირდება საქართველო ამ სფეროებში, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის”.
გუშინ აშშ-ის სარაკეტო დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰენრი ობერინგმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, კავკასიაში განათავსოს ანტისარაკეტო დაცვის სარადარო სისტემა. ამერიკელ გენერალს არ დაუზუსტებია, კავკასიის რომელ ქვეყანაში სურს შეერთებულ შტატებს სარადარო სისტემის განთავსება.