საქართველოს მხარე კი ირწმუნება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან თავდასხმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მისი მფარველების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და ეს გეგმა პროფესიონალებმა განახორციელეს. საქართველოში გაეროს მისიას ჯერ კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მოუწოდა შეისწავლოს ინციდენტი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განმუხურთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ თბილისში გალის რაიონში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავენ. იმის თაობაზე, თუ ვის აძლევს ხელს გალის რაიონში სიტუაციის დაძაბვა და საით მიდის ქართველ პოლიციელებზე თავდასხმის კვალი, სოხუმსა და თბილისში ერთმანეთისგან განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ.
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან ადგილი, სადაც ქართულ საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მოინახულა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მერაბიშვილმა მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე თქვა, რომ აფხაზთა მხარე 5 იანვრის პროვოკაციისთვის ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდა, რომ თავდასხმის წინა დღეს სოფელ ოტობაიაში გადმოვიდა ”უაზის” მარკის მიკროავტობუსი, საიდანაც მოხდა ვითარების დაზვერვა და თავდასხმის დეტალების დაზუსტება:
[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”არ არის გამორიცხული მომავალშიც დაგეგმონ მსგავსი პროვოკაცია და ძვირი უნდა დაუჯდეთ ყოველი ასეთი ნაბიჯი. მთავარია, რომ საბრძოლო განწყობა აქვს ქვედანაყოფს და არავის შიში არ შეპარვია, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა თავდასხმა მათ ბლოკ-პოსტზე.”(სტილი დაცულია)
მსგავსი პროვოკაციები რომ გამორიცხული არ არის, ამას აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია არ გამორიცხავს, რომ გალის რაიონში ვითარება უახლოეს პერიოდში დაიძაბოს, მანამდე, სანამ გაეროს უშიშროების საბჭო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელებს. უშიშროების საბჭომ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია 24 იანვარს უნდა მოისმინოს. თემურ მჟავიას ვერსიით, რუსეთი მანამდე შეუწყობს ხელს გალში სიტუაციის გამწვავებას, რათა ეს ყველაფერი აფხაზეთის საკითხზე მიკერძოებული და არაობიექტური რეზოლუციის მიღებისთვის გამოიყენოს.
ვის აძლევს ხელს გალის რაიონში ვითარების დაძავბა? ვერსიები სხვადასხვაგვარია. მათ შორის არის ასეთიც: აფხაზეთში მოახლოებული ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილი აქვს სერიოზულ დაპირისპირებას დე ფაქტო პრეზიდენტ ბაღაფშსა და ვიცე-პრზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის. რუსეთი ფსონს სწორედ ხაჯიმბაზე დებს და დე ფაქტო ხელისუფლებაში ურთიერთდაპირისპირება, შესაძლოა, გალის რაიონში დეკემბრის ბოლოს მომხდარ მკვლელობებთან კავშირშიც იყოს - ბაღაფშის დისკრედიტაციის მიზნით, იმის ნათლესაყოფად, რომ ბაღაფში ვერ აკონტროლებს სიტუაციას. ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის დაპირისპირებაზე აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაიაც საუბრობს:
[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”რუსეთის გარკვეული ძალები აქცენტს აკეთებენ ხაჯიმბაზე. ამიტომ არ არის გამორიცხული ბაღაფში ფაქტის წინაშე დააყენონ და დანიშნონ თავდაცვის მინისტრად. ფაქტია, რომ ამ ორ პიროვნებას შორის არის დაპირისპირება.”
მსგავს დაპირისპირებას უარყოფენ სოხუმში. იქ უსაფუძვლოს უწოდებენ სოფელ განმუხურთან ქართველ პოლიციელებზე თავდასხმაში აფხაზთა მონაწილეობის შესახებ ბრალდებას და ირწმუნებიან, რომ თავდასხმა ზუგდიდის რაიონის ადგილობრივმა კრიმინალებმა მოაწყვეს. აფხაზთა მხარე გალის რაიონში საქართველოს მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს და კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს ზეგავლენა მოხდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ამ უკანასკნელმა უარი თქვას ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოში გაეროს მისიას შეისწავლოს განმუხურთან მომხდარი ინციდენტი. რუსეთის სამშვიდობო ძალების ბლოკ-პოსტის მახლობლად მომხდარი თავდასხმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, კიდევ ერთხელ ამჟღავნებს რუსეთის სამშვიდობო ძალების უუნარობას და ცხადყოფს, რამდენად სამართლიანია საქართველოს მხარის მოთხოვნა სამშვიდობო ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით.