ათწევრიანი კომიტეტის შემადგენლობაში არაერთი გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე შედის - როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. კომისიის რეკომენდაციების შესრულება პრეზიდენტისთვის სავალდებულო არ არის, მაგრამ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ჯორჯ ბუში ზოგიერთი მათგანის გათვალისწინებას მაინც ეცდება.
ერაყის საკითხის შემსწავლელმა კომისიამ ცხრა თვე მოანდომა ადგილობრივი და ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებების შეგროვებას იმაზე, თუ როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი მძიმე ვითარებიდან.
დღეს დილით რეკომენდაციები ოფიციალურად გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტს. ანგარიშის მიღებისთანავე ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სერიოზულად მოეკიდება თითოეულ რეკომენდაციას და დროულადაც იმოქმედებს. პრეზიდენტმა კონგრესმენებსაც მოუწოდა, ასეთივე განწყობით მიუდგნენ რეკომენდაციების განხილვას.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "მოვუწოდებ კონგრესის წევრებს, ამ ანგარიშს სერიოზულად მოეკიდონ. მასში გამოთქმული ყველა წინადადება კიდეც რომ არ გაიზიარონ, და ყველა წინადადებას ალბათ არც გავიზიარებთ, ის მაინც იძლევა საშუალებას, ერთად დავსხდეთ და ვითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვან საკითხში."
მართალია, ანგარიშის შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის საღამომდე ცნობილი არ იყო, მაგრამ აშშ-ის პრესაში აქა-იქ დილიდანვე გაჟონა ინფორმაციამ. მაგალითად, "ვაშინგტონ პოსტი" დღევანდელ ნომერში იუწყება, რომ კომისია ბუშს შესთავაზებს, 2008 წლის დასაწყისისთვის ერაყიდან თითქმის ყველა საბრძოლო შენაერთი გაიყვანოს; და მათს ნაცვლად ერაყში დატოვოს ათიათასობით სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ადგილობრივი შეიარაღებული ძალებისთვის კონსულტანტებისა თუ მწვრთნელების ფუნქციას შეასრულებდნენ.
ამავე გაზეთის თანახმად, ანგარიშში გამოთქმული ერთ-ერთი რეკომენდაცია გულისხმობს სირიასთან და ირანთან მოლაპარაკების დაწყებას ერაყში ძალადობის აღმოფხვრის გზებზე და ამავე თემაზე რეგიონული კონფერენციის ჩატარებას ერაყის ყველა მეზობლის მონაწილეობით.
მაგრამ, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ტონი სნოუმ განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე, ჯორჯ ბუშის პოზიცია უცვლელია და შეერთებული შტატები მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს ერაყს, რაც ეს ქვეყანა თვითონ შეძლებს საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას.
[ტონი სნოუს ხმა] "ერაყში შექმნილი ვითარებდან გამოსავალი ნიშნავს ისეთი ერაყის არსებობას, რომელიც საკუთარ თავს მოუვლის, მართავს და დაიცავს; იქნება მოკავშირე ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და რეგიონისთვის იქცევა მაგალითად, რომ დემოკრატია შეიძლება წარმატებული იყოს. აი, ეს არის გამოსავალი."