ხელისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
მსჯელობა მიმდინარეობს ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში” კარგა ხნის წინ მომზადებულ და თავის დროზე უმრავლესობის მიერ დაწუნებულ კანონპროექტზე, რომელსაც ჰქვია ”კანონპროექტი ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის შესახებ”. ძნელია იმის განსაზღვრა, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაწყებული კონსულტაციები დასრულდება თუ არა კანონის მიღებით, თუმცა უმრავლესობის ერთი ნაწილი ლუსტრაციის პროცესის დაწყებას მხარს უჭერს. როგორია ოპოზიციისა და უმრავლესობის პირობები კონსულტაციების საწყის ეტაპზე?
კანონპროექტი ”ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის შესახებ” 2006 წლის თებერვალში უმრავლესობის მიერ ზოგადი განმარტებით იქნა დაწუნებული. ”კანონპროექტი შეიცავს ხარვეზებს,” - ნათქვამი იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნაში. ” უფრო გასაგები განმარტებები უმრავლესობას მაშინ არ წარმოუდგენია,”- იხსენებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი, კახა კუკავა. ამ დღეებში ”დემოკრატიულმა ფრონტმა” უმრავლესობას 2006 წლის თებერვალში დაწუნებული კანონპროექტის ირგვლივ კონსულტაციების დაწყება შესთავაზა და უმრავლესობამაც მიიღო ეს შეთავაზება. გიგა ბოკერიას თქმით, მისი ერთი ნაწილი ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღების მომხრეა, პირველ რიგში, წარსულის პოლიტიკური შეფასებისათვის:
[გიგა ბოკერიას ხმა] ”პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ სიტუაციაში უფრო შეფასებაა, ვიდრე პრაქტიკული შედეგები. იმ დრომ, როდესაც ჩვენ ეს საფრთხეები უნდა აგვეცილებინა, უკვე ჩაიარა და, სამწუხაროდ, ჩვენ ეს საფრთხეები თავიდან ვერ ავიცილეთ. დღეს ასეთი საფრთხეების წინაშე აღარ ვდგავართ. დღეს აღარ არის სიტუაცია ისეთი, რომ ყოფილმა საბჭოთა ნომენკლატურამ ან საბჭოთა აგენტურამ სახელმწიფო აპარატის შიგნიდან აკონტროლოს სიტუაცია.”(სტილი დაცულია)
საბჭოთა საიდუმლო სამსახურების აგენტების გამოვლენა, სუკის აგენტებისა და ოფიცრებისთვის ხელისუფლებაში მოსვლაზე უარის თქმა და ხელისუფლების შეზღუდვა ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლებისთვისაც - კანონპროექტი ”დემოკრატიულ ფრონტში” ამ სამ პრინციპზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული. ”პარლამენტსა და მთავრობაში არ უნდა იქნენ არჩეული და დანიშნული ადამიანები, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ ” - ასეთია უმთავრესი პრინციპი და, კახა კუკავას თქმით, ის არ უნდა შეიცვალოს:
[კახა კუკავას ხმა] ”თუ კანონს ვიღებთ, ეს პრინციპი არ უნდა შეიცვალოს. დანარჩენი რაც წერია, შეიძლება შეიცვალოს და არაფერს დანარჩენს ჩვენ არ ვაქცევთ დავის საგნად.”(სტილი დაცულია)
სადავო, როგორც ჩანს, ყოფილი აგენტების თემა იქნება. გიგა ბოკერიას თქმით, ყოფილ საბჭოთა ნომენკლატურასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული სანქციები. რაც შეეხება საბჭოთა უშიშროების აგენტებს, ბოკერიას აზრით:
[გიგა ბოკერიას ხმა] ”აქ სანდოობა იმ მასალების, რომლებიც შემორჩენილი არის, - და ვიცით, რომ ძალიან მცირე ნაწილია შემორჩენილი, - სანდოობის თვალსაზრისით, არის დიდი ეჭვის ქვეშ.”(სტილი დაცულია)