კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსს ნატოსა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგის საბაზისო დოკუმენტის პროექტი გადაეცა. სიმონსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გია ბარამიძეს პირველს მოუხდა იმის აღნიშვნა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგი აქტიურ ფაზაში შევიდა. რას ნიშნავს ეს ყოველივე?
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების მთავარი თემა საქართველო-ნატოს სამომავლო თანამშრომლობა იყო. შეხვედრები სახელმწიფო კომისიასთან, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, სამშაბათს დილით დაიწყო სახელმწიფო კანცელარიაში. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაეცა რობერტ სიმონსს 2 პროექტი. პირველია ნატოსა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგის საბაზისო დოკუმენტის პროექტი, რომელიც 5 თავს მოიცავს და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის ხედვას ასახავს. საქართველოს ხელისუფლების გეგმაში აღნიშნულია, რომ პროექტის 2 თავი, რომლებიც სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებს ეხება, წლის ბოლომდე უნდა იქნეს გავლილი. რაც შეეხება რობერტ სიმონსისთვის გადაცემულ მეორე პროექტს, ის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, ცნობილი IPAP-ის, დამატებით ამოცანებს მოიცავს, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლამდე ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატის შენარჩუნების მიზნით. ერთი სიტყვით, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი, ინტენსიური დიალოგი, აქტიურ ფაზაში შედის. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს 2 პროექტი გადაეცა. საქართველოს ხელისუფლება დაელოდება მათზე შენიშვნებს, კომენტარებს და საპრეზენტაციო დოკუმენტს ნატოს სამდივნოს მოგვიანებით გადასცემს.
[რობერტ სიმონსი] ” ეს ახალი პროცესის დასაწყისია. პროცესი კი რთული და მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ, საერთაშორისო მუშაკები, საქართველოსთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. როდესაც საქართველო საპრეზენტაციო დოკუმენტს წარმოგვიდგენს, კონსულტაციათა ციკლს დავიწყებთ, რომელშიც ახსნილი იქნება გაწევრიანებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებებიც და საქართველოს მიერ ნაკისრი მოვალეობებიც.”
10 ოქტომბერს რობერტ სიმონსმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისიც აღნიშნა, რომ საქართველოსთნ ინტენსიური დიალოგის დაწყებით ნატო ღიად აღიარებს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურისკენ და იმ პროგრესსაც, რასაც საქართველომ უკანასკნელი წელიწად-ნახევრის მანძილზე გატარებული რეფორმებით მიაღწია. მაგრამ მთავარი წინ არის - რიგორც სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე აღნიშნავს, საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია ნატოს წევრობისა, უნდა დაამტკიცოს ეს რეფორმებით, თანაც - ყველა მიმართულებით:
[გია ბარამიძის ხმა] ”ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო რეფორმაზე, რეფორმაზე ეკონომიკის სფეროში, ფინანსების სფეროში, კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელებაზე, უპირველეს ამოცანაზე - ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, განხორციელდეს სასამართლო რეფორმა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი ეფექტიანად წარიმართოს.”
შეგახსენებთ: ნატოში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 21 სექტემბერს ნიუ-იორკში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, იქნა მიღებული. ეს არის ურთიერთობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ნატოში გაწევრიანების მოსურნე ქვეყანა ალიანსთან ათანხმებს ყველა იმ საკითხს, რომლებზეც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ მოუწევს მუშაობა.