Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კავკასიურ რესპუბლიკას ნატოში ექაჩებიან”, “არის მზად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს


“კავკასიურ რესპუბლიკას ნატოში ექაჩებიან”, “არის მზად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს მეურვეობა იკისროს?” “პოსტსაბჭოთა კონფლიქტები გაეროს

გენერალური ასამბლეის განხილვის საგანი ხდება” - ასეთი სათაურებით ეხმაურება რუსეთის პრესა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან პროცესებს. რას წერენ რუსეთში ამ პროცესებზე?

”როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სანუკვარი ოცნება აუხდება, ის ხომ ამდენი ხანია აკაკუნებს ნატოს კარზე იმის იმედით, რომ ეს კარი საქართველოსთვისაც გაიღება ” - ასე იწყება 20 სექტემბრის ”კომსომოლსკაია პრავდას” სტატია, სათაურით ”არის მზად ნატო საქართველოს მეურვეობა იკისროს?”. სტატის ავტორი შენიშნავს:

” ორშაბათს ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები დათანხმდნენ საქართველოსთვის ინტენსიური დიალოგის პროგრამის შეთავაზებაზე. ოფიციალურად ამის შესახებ ნიუ-იორკში განაცხადებენ ძალიან მალე - როცა ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეიკრიბებიან.”

” ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში მოქმედებს აკრძალვა, ალიანსში არ მიიღონ ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პორობლემა - მითითებულია ”კომსომოლსკაია პრავდას” სტატიაში და იქვე დასმულია შეკითხვა: ” საინტერესოა რამდენად დახუჭავს ბრიუსელი თვალს საქართველოს პრობლემებზე იმის იმედით, რომ საქართველოს აღზრდის, შეაიარაღებს, შემდეგ კი ეს უკანასკნელი ნატოს სახელით წაუყენებს ულტიმატუმს ოსებს და აფხაზებს ....”

”რუსეთი საკუთარი საზღვრების სამხრეთით ასეთი სცენარის განხორციელებაზე ვერ დათანხმდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ხომ უკვე გააფრთხილა საქართველოს პარტნიორები, რომ ნატოში საქართველოს და, მასთან ერთად, უკრაინის შესაძლო გაწევრიანება კოლოსალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს. ნატოში ეს გაფრთხილება მოისმინეს, ახლა კი არჩევანი ბრიუსელზეა, ” - ნათქვამია სტატიაში.


ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაა განხილული 20 სექტემბრის ”ნეზავისიმაია გაზეტაშიც” . ”ინტენსიური დიალოგის დაწყება მაინცდამაინც ბევრს არ ნიშნავს. ნატოში გაწევრიანების მსურველს განცხადების გაკეთების შემდეგ, როგორც წესი, 6-დან 12 წლამდე უწევს მოცდა, ”- წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა” და იქვე დასძენს:

” ჩვენს შეკითხვას - როგორ უყურებს ბრიუსელი საქართველოს ნატოსთან დაახლოებას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მორიგი გამწვავების ფონზე, ნატოს წარმომადგენელმა უპასუხა: ”რუსეთს ცუდი ურთიერთობა ბევრ მეზობელთან აქვს, ჩვენ ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მხარე არ ვართ და ვერ დაველოდებით მის მოწესრიგებას.”

რუსეთის პოზიციის ასახსნელად სტატიის ავტორს მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადება : ”ალიანსის გადაწყვეტილების მოლოდინში, ოფიციალური მოსკოვი არ რეაგირებს ნატოსთან საქართველოს დაახლოების ახალი ეტაპის დაწყებაზე. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება წაადგება რეგიონის უსაფრთხოებას და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობასაც მოაწესრიგებს.”

გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი” სუამის ქვეყნების ინიციატივით გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დღის წესრიგში პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის განხილვის შეტანას ეხება. ”თუკი აქამდე გაერო ყარაბახის კონფლიქტის ირგვლივ მსჯელობდა, დნესტრისპირეთის, აფხზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები პირველად ექცევა მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში,”- წერს ”ვრემია ნოვოსტეი ” და დაასკვნის:

”აშკარაა პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტებისადმი ინტერესის ინტერნაციონალიზაცია. არადა, რუსეთს აქვს ამ სივრცეზე გავლენის შენარჩუნების პრეტენზია. სუამის ინიციატივით გაერო მიიღებს რეზოლუციას, რომელიც კიშინიოვის, ბაქოს და თბილისის ხელში ძლიერ პროპაგანდისტულ იარაღად გადაიქცევა.
XS
SM
MD
LG