ხელმძღვანელობამ 7 სექტემბერს სასტიკად სცემა. ამის შესახებ განცხადებას როგორც მათი ადვოკატები, აგრეთვე სახალხო დამცველის წარმომადგენლები აკეთებენ. მავნე პრაქტიკა უკვე ტრადიციად იქცა, - აცხადებენ ადვოკატები და დაწესებულების ხელმძღვანელებთან ერთად იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
7 სექტემბერს ღამით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 საპყრობილეში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე დაწყებული არ არის. აქამდე არც ნაცემი პატიმრების სამედიცინო შემოწმება მომხდარა და არც დაწესებულების თანამშრომლებისთვის ჩაუტარებიათ ნარკოლოგიური ექსპერტიზა. ერთადერთი, რაც ძალოვანებმა გააკეთეს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან მარუაშვილის კაბინეტში პატიმრებთან გასაუბრება იყო. თამაზ შავიშოვის ადვოკატი მალხაზ ლაბაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები ნასვამ მდგომარეობაში პატიმრებს ღამით საკანში უვარდებიან და სასტიკად სცემენ:
[მალხაზ ლაბაძის ხმა] ,,#1 საპყრობილეში დირექტორი თანხმლებ პირებთან ერთად - სულ იყო სადღაც 6-7 კაცი, ასევე მთვრალ მდგომარეობაში, - შეუვარდა #39 საკანში მყოფ პატიმრებს და დაუწყეს ცემა. მოსთხოვეს პატიმრებს ჩაებარებინათ ადმინისტრაციისათვის მობილური ტელეფონები და ე. წ. შტირები. ორ-ორი კაცი გამოჰყავდათ საკნიდან დერეფანში და ეს 6-7 კაცი აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას. საკანში მოთავსებულია 30 კაცი, პრაქტიკულად ყველა არის ნაცემი.”(სტილი დაცულია)
ასეთმა ფაქტებმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. პატიმრებს არსებულ ვითარებასთან შეგუებისა და მორჩილების გამო ხშირ შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა უხდებათ. ასეთი ფაქტების გარდა, პატიმრების მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ მნახველების მიერ საკანში მხოლოდ ხილის შეგზავნა შეიძლება. სასჯელთაღსრულების ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებით საპყრობილეებში ნარკოტიკების შესაძლო შეგზავნას იცილებს თავიდან. მიხეილ კერესელიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენებას გეგმავს:
[ირმა ჭკადუას ხმა] ,,ყოველდღიურად არა მარტო მე-5 იზოლატორში, ასევე რუსთავის საპყრობილეში, ასევე ქუთაისის საპყრობილეში ადგილი აქვს შუაღამეზე უმიზეზოდ შევარდნას და პატიმრებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ის მოტივი, რომ თითქოსდა ატარებენ ჩხრეკას, იმ მოტივით, რომ ამოიღონ კანონსაწინააღმდეგო ნივთები, ეს არის სისულელე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე-5 საპყრობილეში არის 20 ადგილიანი კამერები, სადაც 80 პატიმარია და რომლებსაც 6-6 საათის განმავლობაში სძინავთ. ძალიან ხშირად ჩაბრძანდება დეპარტამენტის უფროსი ბატონი ბაჩო ახალაია და ანალოგიური ცემის ფაქტები ხდება მანდაც.”(სტილი დაცულია)
ადვოკატების განცხადებით, ყოველი ცემის შემდეგ ციხის ადმინისტრაცია კატეგორიულად აფრთხილებს პატიმრებს, რომ, ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ისინი სასტიკად დაისჯებიან. ნაცემი პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებმაც მოინახულეს. სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე ძალოვანების მუშაობას აკრიტიკებს:
[გიგა გიორგაძის ხმა] ,,სახალხო დამცველის წარმომადგენლები აწარმოებენ მონახულებას ამ პატიმრების შესაძლო ზეწოლისაგან თავდაცვის მიზნით. მას შემდეგ ცემას არ ჰქონია ადგილი. თუმცა მეორე დღეს, როგორც ვიცით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაემუქრნენ, თუკი ეს ცნობილი გახდებოდა ფართო საზოგადოებისათვის, ზემოქმედებას მოახდენდნენ მათზე. არანაირი გამოძიება დაწყებული არ არის, ისინი, უბრალოდ, ესაუბრებიან პატიმრებს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ხელს უშლის წამების და ღირსების ფაქტების შელახვის ეფექტურად გამოძიების პროცესს. ”(სტილი დაცულია)
ადვოკატების განცხადებით, განსაკუთრებით დამძიმდა გოჩა აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. თვალის გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, ციხის ადმინისტრაცია მას ყურადღებას არ აქცევს.