და ახლა გეგმა კავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ. თუმცა, ეს განცხადება დაჩრდილა საქართველოსა და აზერბაიჯანის მისამართით გამოთქმულმა გაფრთხილებამ, რომ ამ ქვეყნებმა სამხედრო სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ზრდა უნდა შეაჩერონ. ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, 28 აგვისტოს, ლიუბლიანაში გამართულ კონფერენციაზე, უჩვეულოდ მკაცრად ფორმულირებულ გამოსვლაში განაცხადა, რომ რეგიონში თავდაცვაზე დახარჯული თანხა შემაშფოთებლად იზრდება. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში, აჰტო ლობიაკასი მოგვითხრობს:
[აჰტო ლობიაკასის ხმა]: "ვფიქრობ, ევროკომისარ ფერერო-ვალდნერის მოხსენებასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მიექცეს ორ გარემოებას: ერთია მოხსენების უჩვეულოდ მკვეთრი გაფრთხილება და უჩვეულოდ მკაცრი შეფასება სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარებისა; მეორე ასპექტი გახლავთ ის, თუ როდის გამოითქვა ეს გაფრთხილება. "სამოქმედო გეგმები" თითქმის უკვე მზად არის, და ევროკომისია, როგორც ჩანს, სწორედ ახლა ცდილობს, გარკვევით თქვას, რომ თუ არაფერი გაკეთდა რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად, ეს "სამოქმედო გეგმები" ახალ სიმაღლეზე ვერ აიყვანს ევროპის კავშირისა და სამხრეთი კავკასიის ურთიერთობებს."
ჩვენს ბრიუსელელ კორესპონდენტს, აჰტო ლობიაკასს, ვკითხეთ, რას ნიშნავს ფერერო-ვალდნერის ეს განცხადება, არის თუ არა ეს მისი პირადი შეხედულება, თუ ევროკავშირის საერთო პოზიციას გამოხატავს.
[აჰტო ლობიაკასის ხმა]: "ჩემი აზრით, ეს ევროკომისარს პირადად არ უნდა აღელვებდეს. სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ პროცესებს მისი გარემოცვა, ევროკომისიის სხვა ოფიციალური პირები ადევნებენ თვალს, და, როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ პროცესები, ცოტა არ იყოს, კონტროლიდან გამოდის. ისინი ამაში ახალი კონფლიქტების საფრთხეს ხედავენ. განსაკუთრებით, ეს საქართველოში არსებულ რიტორიკას, და თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას ეხება - ისევე, როგორც აზერბაიჯანში განვითარებულ მსგავს პროცესებს. ეს პირველი გაფრთხილებაა - რომ ევროკავშირის ამას ყურადრებას აქცევს, სერიოზულად აღიქვამს, და ქვეყნებს აფრთხილებს, რომ რაიმე თუ არ შეიცვლება, შესაძლოა სამომავლო თანამშრომლობა საფრთხის ქვეშ დადგეს."
აქვს თუ არა დასავლეთს ერთიანი პოზიცია, ერთიანი პოლიტიკა სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან მიმართებით? ფერერო-ვალდნერის მკაცრი განცხადებების პარალელურად, საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკელი სენატორები ხომ ქების სიტყვებს არ იშურებენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით.
[აჰტო ლობიაკასის ხმა]: "ვშიშობ, ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართ დასავლეთის ერთიან მიდგომაზე ვერ ვისაუბრებთ. ცხადია, რომ ქვეყნის, და რეგიონის მიმართ ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს განსხვავებული ინტერესები აქვთ. საკითხავია, რამდენად მყარი აღმოჩნდება ეს ინტერესები. ამის განსაზღვრა ალბათ შეუძლებელია. ჩემი აზრით, შეერთებულ შტატებთან შედარებით, ევროკავშირი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს. ის, რასაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს, არსობრივად განსხვავდება შეერთებული შტატების წინადადებებისგან."