ამის შესახებ ჭუბურხინჯში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა
საქართველოში გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელი ოფიციალურ თბილისს კოდორის ხეობის ზედა ზონაში საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარებას სთავაზობს. წარმომადგენლის განმარტებით, საერთაშორისო მონიტორინგი კარგი იქნება გამჭვირვალობისთვის, “იმისთვის, რომ ყველამ ნახოს, თუ რა ხდება ხეობაში”. ამის შესახებ ჭუბურხინჯში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა. კოდორის ხეობის ზედა ზონაში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების ინიციატივაზე პასუხს გაერო-ს მისიის წარმომადგენელი ქართული მხარისგან მომავალ ხუთშაბათს დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრაზე ელოდება.