რეგიონალურ კონფერენციას საქართველოს ეროვნული ბანკი მასპინძლობს და იგი სავალუტო ფონდისა და ”ევრაზიის ფონდის” მიერ არის ორგანიზებული. დღეს სწორედ ამ კონფერენციის შესახებ მინდა გესაუბროთ.
თბილისი მასპინძლობს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა „საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სამხრეთ კავკასია XXI საუკუნეში“. კონფერენცია მიმდინარეობს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, „ევრაზიის ფონდის კავკასიური კვლევების რესურსცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობების მხარდაჭერით.
რეგიონალური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, სამთავრობო სტრუქტურების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების, აკადემიური კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ხოლო ანტიგლობალისტები გადამეტებული აგრესიითაც გამოირჩევიან ამ საფინანსო ინსტიტუტის წინააღმდეგ, ექსპერტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სავალუტო ფონდმა, რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოსტსოციალისტური ქვეყნების ეკონომიკის ტრანსფორმირებასა და რეფორმების მიმდინარეობაში. სახელმწიფოებში, რომელთაც საბაზრო ეკონომიკის მართვის გამოცდილება არ გააჩნდათ და ხელისუფლებისთვის რადიკალური ცვლილებები პოლიტიკურად არცთუ მომგებიანი იყო, ფონდის მხარდაჭერამ არაპოპულარული რეფორმების მასტიმულირებელი როლი შეასრულა. ამ როლის შესახებ თბილისში მიმდინარე კონფერენციაზეც ისაუბრეს. ექსპერტთა შეფასებით, რეგიონის ქვეყნებისათვის სავალუტო ფონდის მნიშვნელობა არ შემცირებულა არც დღეს, როდესაც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ეკონომიკური რეფორმების კუთხით გარკვეულ წარმატებებს აღწევენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „სამხრეთ კავკასიის თითოეული სახელმწიფოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა.“
[რომან გოცირიძის ხმა] ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რადგან მასში მონაწილეობენ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები. თავისთავად ეს პოლიტიკურადაც კარგი პრეცედენტია, როდესაც ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის წამომადგენელი ეკონომიკური განვითარების საკითხზე მსჯელობს. ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა სამივე ქვეყნაში. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა აზერბაიჯანის წინსვლა ეკონომიკური ზრდის კუთხით, ასევე სომხეთის გამოცდილება ინფლაციის მართვაში. ასევე მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში ის დიდი მიღწევები, რაც ფისკალურ, ანუ საბიუჯეტო-საგადასახადო სფეროში ხდება და ამ გაზრდილი საბიუჯეტო კაპიტალური შემოდინებების პირობებში ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების ქართული პრეცედენტიც საინტერესოა.” (სტილი დაცულია)
კონფერენციის მონაწილეები დისკუსიას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის, ასევე რეგიონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლისა და მისი სტრატეგიული პროგრამების განხორციელების შესახებ დღეს დაასრულებენ.