რა კეთდება არჩევნების ასეთ დონეზე ჩასატარებლად. საარჩევნო სამზადისის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამშაბათს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება განსაკუთრებით ამომრჩეველთა ერთიანი სიის მოწესრიგებაზე გამახვილდა. როგორ ემზადებიან საქართველოში მომავალი არჩევნებისთვის?
ამ ერთი კვირის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჩაერთონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესში; სამშაბათსს მან პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო, როგორ მიდის ამომრჩეველთა სიის დაზუსტებაზე მუშაობა და პარტიებსაც ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. იმის საილუსტრაციოდ, თუ რას და როგორ აკეთებს სიების დასაზუსტებლად თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დიდუბის ნომერ 8 საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა პირველადი სია გადაეცათ. კვირის ბოლომდე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კომისია თბილისის კიდევ ორი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სიას გადასცემს. სიების დაზუსტებამდე სერიოზული სამუშაოა გასაწევი და პოლიტიკურ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინონ შენიშვნები პირველად სიებთან დაკავშირებით.
[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] ”საუბარი იმაზე, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტის სიას დადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ არის. ამის ილუზია არა გვაქვს. მაგრამ ესეც შესაძლებელი იქნება წლების შემდეგ. ”
ეს სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი იყო. მის მიერ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის გადაცემულ ამომრჩეველთა სიაში, დიდუბის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა პირველად სიაში, გამოცალკევებულია იმ ამომრჩეველთა სია, რომელთა მისამართებიც დასაზუსტებელია. მათი რიცხვი 8103-ს უტოლდება. ცალკეა გამოყოფილი იმ მოქალაქეთა სია, რომელთა პირადობის მოწმობების ნომრებიც გაორებულია, ანუ ერთი ნომერი ორ მოქალაქეს აქვს მინიჭებული. სიაში აღმოჩენილია მიცვალებულებიც. საარჩევნო კომისია ამ სიის დაზუსტების პროცესში პოლიტიკური პარტიებისგან თანამშრომლობას ელის, თუმცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს - მათ შორის, დეპუტატ კახა კუკავას - არ მოსწონთ თანამშრომლობის ის ფორმა, რომელსაც მათ ცენტრალური საარჩევნო კომისია სთავაზობთ:
[კახა კუკავას ხმა] ”როცა რომელიღაც კომპიუტერში ხდება მასობრივად სიების შეცვლა, ამ პროცესის მონიტორინგი არის შეუძლებელი. ჩვენ ვითხოვთ მონაცემთა ბაზიდან მოგვაწოდონ სიები, მაგრამ მაინც დაჟინებით გვაწვდიან ნაბეჭდ სიებს. ” (სტილი დაცულია)
მომავალ არჩევნებზე, წინა არჩევნების მსგავსად, არ იარსებებს დამატებითი სიები. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საბოლოო სიაში შეყვანილი მოქალაქეები. ამდენად, გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ერთი და და იმავე ადამიანის მიერ სხვადასხვა უბანზე ხმის მიცემის ალბათობა იქნება ნულის ტოლი და, შესაბამისად, არ იქნება საჭირო ამომრჩევლის მარკირება, მით უფრო, რომ ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება იმ ქიმიური ნივთიერების შეძენა, რომელიც სპობს მარკირების კვალს. მარკირებაზე უარის თქმის იდეა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მაინცდამაინც მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ისინი ფიქრობენ, რომ ამომრჩეველთა საერთო სიაში პრობლემები აუცილებლად იქნება და ასეთ სიტუაციაში მარკირებაზე უარი თქმა არ გაამართლებს.
რაც შეეხება ისევ სიებს, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა ერთიანი სიის პირველად ვარიანტზე მუშაობას ცენტრალური საარჩევნო კომისია ივნისის პირველ რიცხვებში დაასრულებს.