ამ ახალი ომის სათავეში, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები დგანან - ადამიანები, რომელთაც საქართველო ისეთ მეზობლად სურთ, რომელიც თავის შიდა პრობლემების მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობით შეძლებს. ასეთებს შორის უნდა ვიგულისხმოთ ალექსეი მიტროფანოვიც , რომლის განცხადების პროექტი პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსეთის დუმას ამ კვირაში უნდა განეხილა. დუმაში მიტროფანოვის ინიციატივის განხილვას მხარს უჭერენ, თუმცა იქ მიიჩნიეს, რომ განცხადების პროექტი გარკვეულ გადამუშავებას საჭიროებს და ამ მიზეზით მისი განხილვა კიდევ ერთხელ გადადეს. საქართველოს პარლამენტში კი საქართველოს მიმართ რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკა უმწვავესი განცხადებებით შეფასდა. როგორ უპასუხებს საქართველო რუსეთის ახალ გამოწვევებს და როგორ უყურებენ პუტინის სამეზობლო პოლიტიკას საკუთრივ პუტინის ოპოზიციური ძალები?
პუტინს მეზობლებთან ურთიერთობის მეთოდები რომ ძალიან მოუძველდა, ამას რუსეთშიც აღნიშნავენ. რუსეთშიც აღიარებენ იმას, რომ გაზსადენის ონკანის გადაკეტვით ანდა ”ღვინის კრიზისის” აგორებით რუსეთის ხელისუფლებას არ გამოუვა მეზობელთან ურთიერთობების დალაგება. ცუდი სამეზობლო პოლიტიკის გამო რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი ოპოზიციაც აკრიტიკებს. რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”რუსეთის მემარჯვენე ძალთა კავშირის” ლიდერმა და,იმავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ბორის ნემცოვმა პუტინის პოლიტიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში დაახასიათა როგორც ტოტალური ჩავარდნა:
[ბორის ნემცოვის ხმა] ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში რუსეთმა ყველაფერი დაკარგა, მთელი თავისი გავლენა, მთელი თავისი შესაძლებლობები. ორი სიტყვით თუ დავახასიათებთ პუტინის პოლიტიკას ამ სივრცეში, მას ტოტალური ჩავარდნა უნდა ვუწოდოთ. პუტინმა ვერ შეიმუშავა ვერანაირი სტრატეგია მეზობლებთან. მისი სტრატეგია ერთია - ჩვენ უფროსი ძმა ვართ, სხვები - უმცროსი ძმები. ასეთი სტრატეგიის დრო დიდი ხანია გავიდა. ის გასულ საუკუნეში დარჩა.”
ბორის ნემცოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა დაახასიათა. ამ პოლიტიკამ კი, რომელიც მოიცავს საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკასაც, საქართველოში კიდევ ერთხელ წამოსწია წინ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის თემა. განცხადება 11 აპრილს პარლამენტის სხდომაზე გაკეთდა, თანაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. ” დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის გასამართლებლად ჩვენ მუდმივად მოგვქონდა ეკონომიკური არგუმენტი, პოლიტიკურ არგუმენტად კი მხოლოდ ის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური ფორუმი,” - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”თუ დსთ-ს სივრცეში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელთანაც რუსეთი სავიზო რეჟიმს აწესებს, თუ ერთადერთი ქვეყანა ვართ საიდანაც რუსეთში იკრძალება ციტრუსის შეტანა, ჩაის შეტანა, ღვინის შეტანა. თუ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც ლაპარაკობენ ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე, მაშინ დარჩება შეკითხვა: რა აზრი ექნება საქართველოს ყოფნას ამ ორგანიზაციაში? ”
”ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ რუსეთის ბაზრიდან ქართული ღვინის გაძევება სწორედაც რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებააო,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის საკითხის განხილვას მხარს უჭერენ უმრავლესობის სხვადასხვა წარმომადგენლებიც , თუმცა მთავრობა არ ჩქარობს.
” არა მარტო პარლამენტარები, ყველა კრიტიკულად ვართ განწყობილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეფექტიანობისადმი, თუმცა თანამეგობრობიდან გამოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას,” - განაცხადა 11 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნას ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ თანამეგობრობის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციითაც ამართლებდნენ, თუმცა ამ ოპერაციის იმედის რესურსი მაშინაც ამოწურული იყო. იმედად ისევ და ისევ რუსეთზე დასავლეთის ზეწოლის გაძლიერება რჩება, მით უფრო, რომ ამის შესახებ დაპირებები არის:
[ჯიმ კოლბის ხმა] ” ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი არის ძირითადი ფაქტორი კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში და ჩვენ მოვახდენთ ზეწოლას რუსეთზე, რათა იქნეს ნაპოვნი მშვიდობიანი გზები როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის. ”
ეს განცხადება თბილისში ახლახან ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯიმ კოლბიმ გააკეთა.