სერიოზული პროვოკაციების თაობაზე, რომ ხშირად მათ გულისყურით არც კი ეკიდება ხოლმე. არცთუ სასიამოვნო პროგნოზების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს ცხელ წერტილებში ვითარების დაძაბვას, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის წისქვილზე დაასხამს წყალს. ზუსტად ასეთი რჩევა იკვეთება ამერიკელი ექსპერტის, რუსეთისა და ევრაზიის მკვლევარის არიელ კოენის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში. რას ფიქრობენ თავად საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეებზე და რუსეთის მხრიდან რა მიმართულებით ელიან უსიამოვნებებს?
არიელ კოენი თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში კრემლისა და კოკოითის ალიანსსა და სამხრეთ ოსეთში შესაძლო ომზე საუბრობს. თავის არცთუ სასიამოვნო ვარაუდს ის ამყარებს რუსი პოლიტიკოსების ზრახვებით, რომელთაც ისინი არ მალავენ. 6 აპრილს რუსეთის დუმაში უნდა განეხილათ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის ალექსეი მიტროფანოვის განცხადების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შესახებ. განცხადების პროექტის განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო , რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი დეპუტატები მომავალ კვირაში იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია რუსეთის ინტერესებისთვის დროული და ადეკვატური ზომების მიღება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ჯარების შეჭრის აღსაკვეთად. ”საქართველოს შეუძლია იქცეს ისეთ სახელმწიფოდ, რომელსაც თავისი შიდა პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობით გადაწყვეტა შეეძლება,” - აცხადებს განცხადების პროექტის ავტორი და რამდენად არაადეკვატურადაც უნდა გვეჩვენოს ნათქვამი, ფაქტია, რომ მიტროფანოვი ერთეულების მოსაზრებას არ გამოხატავს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი აქვეყნებს 18-19 მარტს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს: რუსების 40 პროცენტს მიაჩნია, რომ რუსეთი აქტიურად უნდა დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს სრული თავისუფლების მოპოვებაში. გამოკითხულთა 47 პროცენტი მომხრეა, რუსეთი მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარებას.
ასეთი საზოგადოებრივი აზრის არსებობის პირობებში რუსეთს უჭირს და გაუჭირდება შეეგუოს საქართველოს ხელისუფლების მცდელობას შეამციროს რუსეთის როლი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარების პროცესში. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ რუსეთი კონფლიქტურ ზონებში ახალ სერიოზულ პროვოკაციებს მიმართავს იქიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შემთხვევაში. ორიოდე დღის წინ აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის შეფასებისას მან თქვა, რომ რუსეთი ვერ ეგუება ცხინვალის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ სწორ ნაბიჯებს და ცდილობს გახსნას ახალი ფრონტი აფხაზეთში, ცხინვალიდან სოხუმისკენ ყურადღების გადატანის მიზნით. მოსალოდნელი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მან ხელისუფლებას აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის დაწყება ურჩია:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”გვაქვს ბევრი რესურსი ქართულ-აფხაზური დაილოგისთვის. საქართველოს ხელისუფლებას კი ეს მეორე პლანზე აქვს გადატანილი. პირველი დონის პირები, როგორც წესი, თავს არიდებენ აფხაზებთან შეხვედრას. ჩვენ მივესალმებით ირაკლი ალასანიას დანიშვნას პრეზიდენტის მრჩევლად. ის მშვენივრად მიიღეს სოხუმში, რაც ადასტურებს, რომ აფხაზები მზად არიან დიალოგისთვის. მაგრამ ეს მოხდა გაეროს ეგიდით. აფხაზები მზად არიან გველაპარაკონ გაეროს გარეშე, რუსების გარეშე და, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამას თავს არიდებს.” (სტილი დაცულია)
საქართველოს ხელისუფლება ოსებს სთავაზობს ფართო ავტონომიას, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სრულ თვითმმართველობას, კულტურის განვითარებას. საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადებით, ოსები საქართველოს ხელისუფლების ამ შეთავაზებას ეჭვის თვალით უყურებენ, არ ენდობიან, მაგრამ არსებობს გარანტიები: ევროკავშირი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ასეთივე მიდგომაა აფხაზეთის მიმართაც. თუმცა ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ მიდის მუშაობა სამშვიდობო გეგმაზე. ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ეს გეგმაც მიიღებს სერიოზულ საერთაშორისო მხარდაჭერას, რაც თავისთავად გავლენას მოახდენს რუსეთის პოზიციებზე. ვნახოთ.
კონფლიქტების მოგვარებაში წარმატებების მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ არ წამოეგოს პროვოკაციებს და არ დაუშვას ცხელ წერტილებში ვითარების დაძაბვა.