მშვიდობიანი თანაცხოვრების მოწოდებით. შეკრება შედგა ახალქალაქშიც, ოღონდ, წალკაში ჩატარებული აქციის მსგავსად, ღია ცის ქვეშ კი არა, გამგეობის შენობაში. სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიესალმნენ მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ წალკაში მცხოვრები ქართველების მოწოდებას, თუმცა, ამავე დროს, შეიმუშავეს საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვა, რომლითაც საქართველოს სომხური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სომხური ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვენ. როგორ ვითარდება მოვლენები წალკაში იქ მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ და როგორი იყო 16 მარტს წალკასა და ახალქალაქში ჩატარებული აქციების მიზანი?
წალკის ცენტრში ჩატარებული მშვიდობიანი აქციის მოწოდება იყო არაქართულ მოსახლეობასთან - კერძოდ კი, სომხებთან - მშვიდობიანი თანაცხოვრება, თუმცა წალკის რაიონის ქართველებს - იქ ჩასახლებულ სვანებს და აჭარლებს - სხვა კონკრეტული მოწოდებაც ჰქონდათ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ რაიონის ხელმძღვანელობა რაიონში ქართველების არსებობასაც უნდა გრძნობდეს და, როცა დანაშაული მოხდება, დანაშაულის გამო კანონის წინაშე სომხებიც ისევე უნდა აგებდნენ პასუხს, როგორც ქართველები. ჩვენ თავს ვიკავებთ აქციის ამ მონაწილის საუბრის ჩანაწერის ეთერში გაშვებისგან , რადგან თავად ასე მიაჩნია საჭიროდ. ეს ფაქტი თავისთავად დამაფიქრებელია. მაგრამ ჩვენ სხვა ფაქტებზე ვსაუბრობთ. რამდენიმე დღის წინ წალკაში ორ ჯგუფს შორის გამართულ ჩხუბს, წმინდა წყლის კრიმინალს ( როგორც ეს ფაქტი შეფასდა), ერთი სომეხი ახალგაზრდა შეეწირა, რამდენიმე დაშავდა. მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, გამოძიებამ აღიარებითი ჩვენებები მალევე მოიპოვა. მომხდარი არანაირად არ იყო ეთნიკური დაპირისპირების შედეგი, თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აღნიშნავს:
[სოზარ სუბარის ხმა] ”შემდეგ ამან მიიღო ეთნიკური ხასიათი, როცა დაიწყო გამოსვლები და ამ გამოსვლებზე გაისმა პოლიტიკური განცხადებები. ამ გამოსვლებს, სხვათა შორის, პოლიტიკოსები ედგნენ სათავეში, საქართველოს პარლამენტის წევრები. ”
სოზარ სუბარი ხსენებულ პოლიტიკოსებს შორის წალკის მაჟორიტარ აიკ მელტონიანს გულისხმობს. მელტონიანმა ხუთშაბათს ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარის მიზეზი ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება არ ყოფილა და წალკაში შექმნილი მძიმე პირობების გამო, რასაც თანს სდევს ხოლმე სერიოზული პრობლემები, ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა:
[აიკ მელტონიანის ხმა] ” ჩხუბი ყველგან ხდება. ამის მიზეზი ეთნიკური დაპირისპირება არ ყოფილა. თავიდან ვფიქრობდით სხვა მიზეზებზე, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოირკვა.”
16 მარტს წალკის ცენტრში კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნით შეკრებილი ქართველები გამგეობის შენობის დარბევაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვდნენ. დარბევა კი მკვლელობის შემდეგ სომხების გამოსვლას მოჰყვა. ჩვენს შეკითხვას, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არიან თუ არა დაკავებულები, წალკის გამგებელი უპასუხებს:
[მიხეილ ცქიტიშვილის ხმა] ”აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შესწავლილია ზარალი, მიმდინარეობს ძიება და დაკითხვა იმ პირების, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ამ დარბევის. ”
წალკაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ინციდენტის ტრაგიკულ შედეგს სომხების გამოსვლები ახალქალაქშიც მოჰყვა. ისევე როგორც წალკაში, ადგილობრივი ქართველები მათაც ეთნიკური ნიშნით სომხების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს, დაარბიეს ახალქალაქის ადმინისტრაციის, უნივერსიტეტის ფილიალისა და სასამართლოს შენობები. ახალციხეში რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი მაია იველაშვილი აღნიშნავს, რომ ახალქალაქში მომხდარ დარბევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კონკრეტულ ფაქტზე და არა კონკრეტული პირების წინააღმდეგ. საქმეს იძიებს პოლიცია და არა პროკურატურა, ეჭვმიტანილები კი ჯერჯერობით დაკავებულნი არ არიან.
ახალქალაქში 16 მარტს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ, 30-მდე კაცი. ამ შეკრებაზე წალკის ინციდენტის გარშემო საუბარი გაგრძელდა, თუმცა მთავარი სხვა რამ იყო: შედგა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვის ტექსტი, რომლის ავტორებიც საქართველოს სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში სომხურის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვენ.