საკმარისი არ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე იერიშის მოსახსნელად. ოპოზიცია ისევ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას, თუმცა ამის გამო მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან მძიმე ბრალდებას იღებს, კერძოდ, ბრალდებას, რომ ვანო მერაბიშვილს კრიმინალებთან, ქურდულ სამყაროსთან ალიანსში მყოფი პოლიტიკოსები ებრძვიან. ასეთი ბრალდება უმრავლესობის წარმომადგენლებისგან ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად გაისმის. რა დგას ამ ბრალდების უკან?
ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამომსვლელი ოპოზიციონერები კრიმინალურ სამყაროსთან ალიანსში ბოლო ჯერზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დაადანაშაულა:
[გივი თარგამაძის ხმა] ” ჩვენი ოპონენტები არიან ძალიან მჭიდროდ კოპერირებული დამნაშავეთა სამყაროსთან, პირველ რიგში, ქურდებთან, რომელთა შესახებ კანონსაც მათ ღიად არ დაუჭირეს მხარი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თელიას, ჯღანას იცავდნენ იმ სახალხო აქციებით.” (სტილი დაცულია)
რეაქცია ბრალდებაზე მწვავეა - მაგალითად, ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლის, კობა დავითაშვილის, რეაქცია :
[კობა დავითაშვილის ხმა] ” უფრო დამაჯერებელი იქნებოდა უმრავლესობის ლიდერების ეს განცხადება, თუ მათ გვერდით იდგებოდა ბატონი რურუა. მაშინ განცხადებები ჩვენს კავშირებზე მკვლელებთან და კრიმინალებთან იქნებოდა უფრო დამაჯერებელი. ”
ნათქვამის ქვეტექსტი ნათელია. კობა დავითაშვილი ამბობს, რომ კრიმინალურ სამყაროსთან ახლოს მყოფები თავად ხელისუფლებაში ეგულება, პარლამენტშიც და მთავრობაშიც, განსაკუთრებით კი - შინაგან საქმეთა სამინისტროში. მაშინ როცა გახმაურებული მკვლელობის გამო (ვგულისხმობ სანდრო გირგვლიანის მკვლელობას) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს აკავებენ, დეპარტამენტის თავმჯდომარეს კი თანამდებობიდან არ უშვებენ, რომ აღაფერი ვთქვათ მინისტრზე, კობა დავითაშვილს უჩნდება ერთი შეკითხვა უმრავლესობის რიგი წარმომადგენლების მიმართ:
[კობა დავითაშვილის ხმა] ”მე ვეკითხები თარგამაძეს, ნადირაძეს: კახა თარგამაძის დროს დეპარტამენტის უფროსი, მოადგილეები ერთ სუფრაზე რომ მჯდარიყვნენ, მომხდარიყო ეს ამბავი და დაეჭირათ დეპარტამენტის თანამშრომლები, მოითხოვდა თუ არა ეს ხალხი კახა თარგამაძის გადაყენებას?” (სტილი დაცულია)
ალბათ, მოითხოვდნენ. თუმცა დღევანდელი მინისტრის მიმართ საკითხის ასე დასმასთან დაკავშირებით კობა დავითაშვილის მიერ ნახსენებ უმრავლესობის ლიდერს მაია ნადირაძეს ასეთი შეხედულება აქვს:
[მაია ნადირაძის ხმა] ”დაივიწყონ ეს საკითხი. ვანო მერაბიშვილი არის მინისტრი, რომელზეც ძირეულად დგას სახელმწიფოს სტაბილურობა. კორუფციასთან ბრძოლა, ყველა წინსვლა, რაც ქვეყანაში ხორციელდება, უზრუნველყოფილია იმით, რომ ეს სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია. ”
ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის - და, მათ შორის, კობა დავითაშვილისთვის - აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს ფრაზა “ვანო მერაბიშვილი არის მინისტრი, რომელზეც დგას სახელმწიფოს სტაბილურობა”.
რაც შეეხება მერაბიშვილზე შეტევის გამო ოპოზიციის წარმომადგენლების ქურდულ სამყაროსთან კავშირში დადანაშაულებას, არსებობს თუ არა, ამ მხრივ, რაიმე კონკრეტული სამხილი, ეს უმრავლესობის წევრმა ნიკა გვარამიამ არ იცის. ის ფიქრობს, რომ ბრალდება უნდა ეფუძნებოდეს იმ კანონის მიღებისას გამოვლენილ წინააღმდეგობას, რომლის მეშვეობითაც ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა გამოცხადდა.