ახლა უკვე უკრაინამ გამოუცხადა ღია მხარდაჭერა. ანალოგიური მხარდაჭერა ცოტა ხნის წინ საქართველოს ლიტვამაც გამოუცხადა. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა ოფიციალური მოსკოვის მძაფრი რეაქცია, თუმცა ამ მანევრმა საქართველოს მხარდაჭერის პროცესი ვერ შეაფერხა. საქართველოს ხელისუფლება ცვლილებებს ახლა უკვე საკითხისადმი თავად მოსკოვის დამოკიდებულებაში ელის.
ერთგვარი ოპტიმისტური მოლოდინი საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებულ დიალოგს ემყარება, უფრო სწორად, ”დიალოგის ნიშნებს”, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროცესს უწოდებენ. ამ ცოტა ხნის წინ თბილისში შედგა შეხვედრები რუსეთის დუმის დელეგაციასთან. მხარეებმა მაშინ ერთმანეთს, მართალია, ვერაფერში გაუგეს, მაგრამ დაიგეგმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობა მოსკოვში და შეხვედრები ახლა უკვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. მოსკოვში უკვე დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის ვიზიტი, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი. მერაბ ანთაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხი განიხილეს და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ეს არის და ეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მცირე ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შეცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მოთხოვნისადმი (ვგულისხმობ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნას), თავისთავად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის იმედს ემყარება. თბილისში ნიშანდობლივად მიაჩნიათ ის, რომ საქართველოს მხარდაჭერაზე მოსკოვის მძაფრ რეაქციას მხარდაჭერის გამოცხადების პროცესის შეფერხება არ შეუძლია. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნას ღია მხარდაჭერა უკრაინამაც გამოუცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “საერთაშორისო თანამეგობრობა, - მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, აქტიურად უნდა ჩაერთოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში. უკრაინა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს საქართველოს მოთხოვნას, კონფლიქტის ზონაში მოხდეს სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაცია.”
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”სერიოზული განცხადებაა საქართველოს მხარდასაჭერად - უკრაინა კატეგორიულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა ლიტვამ. ”
ეს იყო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის კომენტარი. მის მიერ ნახსენები მკვეთრი განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 თებერვალს გაავრცელა.
”ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა მიიღებს საერთაშორისო მხარდაჭერას,” - ნათქვამი იყო ამ განცხადებაში. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს მიმართ არამეგობრული მოქმედებები და საქართველოსთან დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი. მოსკოვში ეს მოწოდება რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში არაკეთილსინდისიერ ჩარევად შეაფასეს და ამისთვის განმარტება რუსეთში ლიტვის ელჩს მოსთხოვეს. კოტე გაბაშვილს ეს არ გაჰკვირვებია:
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”თუ გავიხსენებთ ეუთოსთან დაკავშირებით უზრდელურ განცხადებას, სხვა განცხადებებს, უნდა ვთქვათ, რომ ცნობილი დადგენილების მიღების შემდეგ საქართველომ პირველი რაუნდი მოიგო. საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთომ, ევროკავშირმა და ახლა უკვე მხარდაჭერას გვიცხადებენ ქვეყნები. ”
საქართველოს მხარე სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციაში ხედავს სამშვიდობო პროცესის განვითარების გარანტიებს და, როგორც სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა აცხადებს, ამის მისაღწევად ეუთოს წევრ სახელმწიფოებთან მუშაობს.