ორგანოს ამპუტაცია დასჭირდა. "დედოვშჩინის" ფენომენის ამ განსაკუთრებულად სასტიკმა გამოვლინებამ ადამიანის უფლებების დამცველთა და მედიის წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად სამხედრო პოლიციის შექმნის იდეით გამოვიდა.
გასული წლის მიწურულს 19 წლის ახალწვეულს, ანდრეი სიჩოვს, სხვა ჯარისკაცებმა ულმობლად სცემეს. ცემის შედეგად, ახალწვეულს განგრენა განუვითარდა. სამი დღის განმავლობაში სიჩოვი ექიმებს არ უნახავთ; როდესაც ნახეს, განგრენა უკვე შორს იყო წასული და მას ქვედა კიდურებისა და სასქესო ორგანოს ამპუტაცია დასჭირდა.
სიჩოვის ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ მოაქცია ყურადღების ცენტრში რუსეთის ჯარში არსებული ე.წ. "დედოვშჩინის" ფენომენი. ინციდენტთან დაკავშირებით 12 სამხედროა დაკავებული – მათ შორის, ჩელიაბინსკის სამხედრო აკადემიის დირექტორიც.
რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალენტინა მელნიკოვამ თავდაცვის მინისტრის გადადგომა მოითხოვა:
[მელნიკოვას ხმა] "ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრს უნდა მოვთხოვოთ აგოს პასუხი. მაგრამ სანამ ჩვენთან ძველი, სტალინისტური სისტემა მუშაობს, რომელიც ადამიანებს და მათ სიცოცხლეს არაფრად აგდებს, მინისტრების შეცვლა ბევრს არაფერს მოიტანს."
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს "დედოვშჩინას" 16 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ასევე ოფიციალური წყაროების თანახმად, 2005 წელს რუსეთის ჯარში თვითმკვლელობის 276, ხოლო უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილის 857 შემთხვევა მოხდა.
თუმცა ბევრ ადამიანის უფლებების დამცველს მიაჩნია, რომ "თვითმკვლელობების" და "უბედური შემთხვევების" მიღმა რეალურად "დედოვშჩინით" გამოწვეული სიკვდილი იმალება. მათი თქმით, უფროსი ჯარისკაცების მხრიდან ახალწვეულების ჩაგვრა რუსულ ჯარში კვლავ ძალიან ხშირ პრაქტიკას წარმოადგენს.
31 იანვარს კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო პოლიციის შექმნის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, "ჯარში კანონის დაცვაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს".
სამხედრო პოლიციის შექმნის იდეა ახალი არ არის. 2005 წლის ივლისში რუსეთის ადამიანის უფლებების ომბუდსმენმა ვლადიმირ ლუკინმა "რასიისკაია გაზეტაში" სამხედრო სტრუქტურებში არსებულ ჩაგვრაზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა და სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთ გზად სამხედრო პოლიციის შექმნა დაასახელა. ლუკინის გეგმით, ამ ორგანიზაციას ჯარში დისციპლინის დამყარებაზე უნდა ეზრუნა და სამხედრო დანაშაულები გამოეძიებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს უწყება სამხედრო სტრუქტურებს არ უნდა დაჰქვემდებარებოდა და მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა გამოეყო თანხა.
თავდაცვის სამინისტრო ლუკინის რეკომენდაციას დადებითად გამოეხმაურა, მაგრამ ამას ქმედება არ მოჰყოლია. თუ გავითვალისწინებთ თავდაცვის მინისტრ ივანოვის სიტყვებს, რომ რუსეთის ჯარის 80 პროცენტში "დედოვშჩინას" ადგილი არა აქვს, უმოქმედობა გასაკვირი არ იქნება.
თუმცა ზოგიერთი ადამიანის უფლებების დამცველი სამხედრო პოლიციის შექმნას სიტუაციის გაუმჯობესების წინაპირობად არ მიიჩნევს. მაგალითად, ვალენტინა მელნიკოვა ამბობს, რომ ასეთი ორგანიზაცია სამხედრო პროკურორის უწყების მიერ უკვე დაწყებულ გამოძიებასაც კი შეაფერხებს.
სამხედრო პოლიცია დასავლეთის ბევრ ქვეყანაში არსებობს, თუმცა, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მისი შექმნით რუსეთის ჯარში არსებული ჩაგვრის პრაქტიკა არ გადაწყდება. ექსპერტების აზრით, ასეთი უწყება ეფექტიანად მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როდესაც ჯარი პროფესიული გახდება და სამოქალაქო სტრუქტურებს სამხედრო უწყებების გაკონტროლების საშუალება მიეცემათ.