მან წააგო ბუნებრივი აირის ტარიფის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება" - აცხადებენ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში, რომლის წარმომადგენლებიც 2006 წელს მაგისტრალური ”გაზსადენის” რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვის წინააღმდეგ გამოსვლით იწყებენ.
რა დასკვნები გააკეთებინა რესპუბლიკელებს რუსეთის ბოლოდროინდელი ენერგოპოლიტიკის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებისგან გადადგმულმა ნაბიჯებმა და რა საფრთხეს ხედავენ ისინი ცენტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციაში?
2006 წლის პირველი პრესკონფერენცია რესპუბლიკური პარტიის ოფისში საქართველოს ენერგოპოლიტიკის გაანალიზებას და იმ საფრთხეების ჩამოთვლას დაეთმო, რასაც ” გაზპრომისთვის” საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა მოიყოლებს, თუკი ხელისუფლება ამას დაუშვებს.
რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ახალი, გაზრდილი, ტარიფი, რომლითაც საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს მიიღებს, დიდწილად იმ არაკომპეტენტურობის შედეგია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იჩენდა იმ დროიდან მოყოლებული, რაც რუსეთიდან წამოვიდა პირველი სიგნალი ბუნებრივ აირზე ტარიფის შესაძლო გაზრდის შესახებ. ეს გასულ ზაფხულს მოხდა და, თინა ხიდაშელის თქმით, ” იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ დაწყებულიყო მოლაპარაკება, ხელისუფლებამ დაიწყო თავის და ხალხის დანუგეშება ცრუ იმედებით.” რა იგულისხმება ნათქვამში? - პირველ რიგში, ნოემბრის ვოიაჟი ყაზახეთში, რომლის შემდეგაც საქართველოს მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს გაუჩნდა გაზის ალტერნატიული მომწოდებელი, ყაზახეთის სახით. თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ მაშინ, როცა ასეთი განცხადება გაკეთდა, უკვე არსებობდა შეთანხმება ”გაზპრომსა” და ყაზახ გაზის მომწოდებლებს შორის და ეს შეთანხმება პრაქტიკულად გამორიცხავდა საქართველოსთვის რუსეთის გაზის ყაზახური, შედარებით იაფი, გაზით ჩანაცვლებას. ყაზახეთში ვოიაჟის შემდეგ შედგა საქართველოს მთავრობის წევრების ვიზიტი აზერბაიჯანში, რის შემდეგაც ახალი ალტერნატივის იმედი ირანულ ბუნებრივ აირზე დამყარდა, თუმცა საკითხი ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილი იყო: გაზსადენს, რომლითაც საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის შემოტანა ეიმედებოდათ, ბუნებრივი აირი ნახიჩევანამდე უნდა მიეტანა:
[თინა ხიდაშელის ხმა] ”ჩვენი მთავრობა ეხუმრებოდა “გაზპრომს”, ნერვებს უშლიდა რუსეთს, შედეგად, ჩვენ გვაქვს მაღალი ტარიფი და უკრაინამ, რომელმაც დაიწყო აქტიური მოლაპარაკება და საკუთარი ინტერესების აქტიური ლობირება ევროკავშირში, მიიღო გაცილებით უკეთესი პირობები.”
უკრაინა რუსეთის საზღვარზე 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 95 დოლარად შეიძენს, ამავდროულად, ბიუჯეტში მიიღებს დამატებით თანხებს ევროპისკენ გაზის ტრანზიტისათვის. საქართველოს ”გაზპრომი” 1000 კუბურ ბუნებრივ აირს 110 დოლარად მოაწოდებს. უკრაინამ რუსეთთან ხელსაყრელი გარიგების დადებაც მოახერხა და ისიც, რომ თავის გამგებლობაში შეენარჩუნებინა გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალები. საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა კი დაუშვა მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვა. სად არის აქ საფრთხე? ამის შესახებ თინა ხიდაშელსა და ივლიანე ხაინდრავას მოვუსმინოთ:
[თინა ხიდაშელის ხმა] ”რუსეთისთვის გაზსადენის გადაცემა ნიშნავს საქართველოს სტრატეგიული ორიენტირის შეცვლას, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ორიენტირის შეცვლას.”
[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ” ეს გაზსადენი არ არის მხოლოდ მილი რუსეთის ხვრელში, ეს არის სხვა ალტერნატიული ინვესტორების საქართველოში არდაშვების საშუალება. ამ მაგისტრალის საშუალებით რუსეთი თავის აგენტებს - იქნება ეს “ჭიათურმანგანუმი” თუ “აზოტი” - ბუნებრივ აირს მიაწვდის სხვა საფასურში. ”
”ასეთ შემთხვევაში საქართველო რუსეთს მიებმება უახლოესი 10-15 წლის პერსპექტივაში და დარჩება იმ სივრცეში, საიდანაც გამოსვლას ასე ლამობდა” - ფიქრობენ რესპუბლიკურ პარტიაში. იქვე დაასკვნიან, რომ რადგან გაზის ბოლოდროინდელმა ეპოპეამ ევროპას აჩვენა, რამდენად არასანდო და ავტორიტარული პარტნიორია რუსეთი, საქართველომ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს კურსი ნატოსა და ევროკავშირზე და დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელში ყოფნაც არ შეესაბამება ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ კურსს.