როგორ ეწერება 2005 წელი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, სად იყო წინსვლა და მიღწევები პარლამენტართა და, საერთოდ, პარლამენტის საქმიანობაში? - ამის გაანალიზება 29 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა. წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის მუშაობა უაღრესად დადებითად შეაფასა. თუმცა არის სრულიად საპირისპირო შეფასებებიც. ბურჯანაძისა და ხელისუფლების არაერთი ოპონენტი ხედავს უკან გადადგმულ ნაბიჯებს პოლიტიკური საქმიანობის იმ სფეროში, რომელსაც ქართული პარლამენტარიზმი ჰქვია. რეალურად როგორ შედის 2005 წელი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში?
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს - მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესაც - უყვართ მიღწევებზე ციფრებით საუბარი. პარლამენტის ბოლო ერთი წლის მუშაობის შეჯამებისას რეკორდული ციფრი მანაც დაასახელა, თუმცა ბევრს და, მათ შორის, “რესპუბლიკური პარტიის” წევრს ივლიანე ხაინდრავასაც მიაჩნია, რომ რეკორდული ციფრები, ხშირ შემთხვევაში, არ არის კარგი მაჩვენებელი - მით უფრო, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების რაოდენობის ამსახველი ციფრები.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტმა ამ ხნის მანძილზე მიიღო 200-ზე მეტი კანონი. ”
[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”მე მგონი, ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის. ბუნებრივია, ასეთი სიჩქარის პირობებში ხარისხი მიღებული გადაწყვეტილებებისა, არსებულ კანონებში შეტანილი ცვლილებებისა თუ ახალი კანონებისა მაღალი ვერ იქნება. ”
ივლიანე ხაინდრავას აზრით, მომავალ წლებში პარლამენტარებს მოუწევთ შესწორებების შეტანა 2005 წელს დამკვრელური ტემპით მიღებულ კანონებში. მაგრამ ეს არ არის მთავარი უარყოფითი მხარე პარლამენტის გასული ერთი წლის მუშაობისა. ივლიანე ხაინდრავა ფიქრობს, რომ 2005 წელს საქართველოში ღრმავდებოდა, ხელისუფლების სამი დამოუკიდებელი შტოს ბაზაზე, ერთხელისუფლებიანობის ფორმირების პროცესი და საქართველოს პარლამენტი თავისი საქმიანობით ხელს უწყობდა ამ, უდავოდ, ნეგატიური პროცესის გაღრმავებას:
[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”სამწუხაროდ, პარლამენტმა არაფერი გააკეთა ამის საწინააღმდეგოდ. ის მოგვევლინა აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილ დანამატად, რომელმაც აბსოლუტურად ყველა შეკვეთა შეუსრულა აღმასრულებელ ხელისუფლებას თავისი კუთხით და დაეხმარა მას, რათა არსებითად გაეუქმებინა დამოუკიდებელი სასამართლოს ნატამალიც კი. პარლამენტის თავმჯდომარე მთლიანად ჩაეწერა ამ სურათში. ის რეალურად გვევლინება საპრეზიდენტო წრიდან წამოსული შეკვეთების აღსრულების უზრუნველმყოფელად. ”
როგორც ჩანს, ასეთი შენიშვნა თავად პარლამენტის თავმჯდომარისთვის საწყენი არ არის. პარლამენტის მუშაობის დადებით მხარეებზე საუბრისას ის ხაზს უსვამს პრეზიდენტსა და მთავრობასთან კოორდინირებულ მუშაობას, საერთო ჯამში კი, აკეთებს დასკვნას, რომ მმართველმა ძალამ (საპარლამენტო უმრავლესობამ და მთავრობამ), შეთანხმებული მუშაობით, ქვეყნის განვითარებაში - მათ შორის, დემოკრატიულ განვითარებაში - მნიშვნელოვან გარდატეხებს მიაღწია:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ პარლამენტის მუშაობაში ის მიმართულებები, რომლებზე პასუხისმგებლობაც ჩვენ ავიღეთ. ეს არის: ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების აღმშენებლობისთვის ხელშეწყობა, საზოგადოების დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფა, ადამიანის სოციალური და სხვა უფლებების დაცვა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, ეკონომიკის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება.”
რა კონკრეტული გადაწყვეტილებებით შეუწყო ხელი საქართველოს პარლამენტმა, მაგალითად, საზოგადოების დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფას ან ადამიანის სოციალური და სხვა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუსახელებია. მიღწევების დემონსტრირებისას კონკრეტიკა 2 შემთხვევაში მოხდა, როცა გახსენებულ იქნა პარლამენტის დადგენილება საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და დადგენილება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით.
წლის შედეგების შეჯამებისას პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაში წარმმართველი პოზიტივზე საუბარი იყო. ნეგატიური ერთადერთხელ იქნა ნახსენები - მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ვერ იქნება კმაყოფილი დღევანდელი სასამართლოს დონით. ეს იყო და ეს. რა იქნება შემდეგ, გაგრძელდება თუ არა პარლამენტის მთავრობის დანამატად გადაქცევის პროცესი? ივლიანე ხაინდრავას აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა იმდენად მორჩილია და, ზოგიერთ შემთხვევაში, იმდენად დაშინებული, პრეზიდენტს პარლამენტის ამ ვადის ამოწურვამდე არ გაუჭირდება მორჩილი უმრავლესობის შენარჩუნება.