ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებით და ვეტო დაადოს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. მიმართვაზე ხელმომწერ ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ხსენებული კანონი არ ემსახურება თვითმმართველობის რეფორმის იდეას და არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. რა პრეტენზია აქვთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს?
”ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ” - ასე იწყება მიმართვა, რომელსაც ამ ეტაპზე 10-მდე ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის: “საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის”, “საქართველოს ქალაქების თვითმმართველობათა კავშირის”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”,”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენლები და სხვები. მიმართვის ავტორები პრეზიდენტს სთხოვენ ვეტო დაადოს საქართველოს ორგანულ კანონს ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, რადგან, მათი აზრით, ამ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეასუსტებს საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხს, შეაფერხებს ქვეყნის ურბანულ განვითარებას, გაზრდის მოსახლეობის მიგრაციას თვითმმართველობის ცენტრებს დაშორებული სოფლებიდან და შეამცირებს რაიონის შიგნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების ადეკვატურობისა და გამჭვირვალობის ხარისხს.
მთელი ამ პრობლემების წარმოქმნას, მიმართვის ავტორების აზრით, თვითმმართველობის საფუძვლად რაიონის დადგენა აძლევს ბიძგს. 5 ქალაქის გარდა, საქართველოს ყველა ქალაქში - ასევე სოფლებსა და თემებში - თვითმმართველობა უქმდება. ორგანული კანონის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს პირველადი დონის რაიონულ დონეზე ატანას, რის შედეგადაც ვიღებთ თვითმმართველობის 65 ერთეულს, რომლებშიც მოსახლეობის საშუალო რაოდენობა 68 ათასს მიაღწევს. შედარებისთვის: ევროპის ქვეყნების უმეტესობაში თვითმმართველობის ერთეულებში მოსახლეობის საშუალო ოდენობა 5-დან 20 ათასის ფარგლებში მერყეობს. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს რეალობას . ”საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის თენგიზ შერგელაშვილის თქმით:
[თენგიზ შერგელაშვილის ხმა] ”ერთი მხრივ, მივიღეთ მსხვილი ერთეულები, მაგრამ არც უფლებამოსილების და არც ფინანსური რესურსების ნაწილში არ გაგვიძლიერებია თვითმმართველობა. ამდენად, დემოკრატიის ხარისხი შემცირდა და ამ კანონით არ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეცენტრალიზაციისკენ. ”
თვითმმართველობის ტერიტორიულ საფუძვლად რაიონის აღებისთვის იმ არგუმენტის მოყვანა რომ თვითმმართველობამ 1998 წლიდან არსებული მოდელით ვერ გაამართლა, ექსპერტებს გაუმართლებლად მიაჩნიათ. თვითმმართველობამ საქართველოში ვერ იმუშავა ვერც 50 კაციან სოფელში და ვერც დიდ ქალაქებში. ”თვითმმართველობა რომ ვერ შედგა, ამის მიზეზი თვითმმართველობის ერთეულის ტერიტორიული სიმცირე არ ყოფილა. მიზეზი იყო ის, რომ ქვეყანაში არ იყო ნება რეალური თვითმმართველობის განხორციელებისა,” - დაასკვნიან ისინი.
თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის უარყოფით მხარეებზე საუბრისას ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელი თამარ ჟვანია თვითმმართველობის ძირითად პრინციპზე ამახვილებს ყურადღებას - მოსახლეობასთან სიახლოვის პრინციპზე:
[თამარ ჟვანიას ხმა] ”ამ კანონით თვითმმართველობა ადის ზედა დონეზე. სოფლის, თემის, დაბის თვითმმართველობა გაუქმებულია, ანუ ხალხს კი არ დაუახლოვდა, პირიქით, გაცილებით დაშორდა ხალხს თვითმმართველობა. ”
ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებულია, ახლა მას ძალაში შესვლამდე პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. არსებობდა არასამთავრობო ორაგნიზაციების მიერ დამუშავებული ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც პარლამენტში მოწონებით კი მოიწონეს, მაგრამ მასში ჩადებული პრინციპების ამოქმედება ნაადრევად მიიჩნიეს. იმედი იმისა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ორგანულ კანონს, არ არის. პრეზიდენტის საბოლოო პოზიციის გამოკვეთის შემდეგ მიმართვის ავტორები თვითმმართველობისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების პრობლემას ქვეყნის გარეთ გაიტანენ.