არაერთგვაროვნად აფასებენ, თითქმის ყველა თანხმდება, რომ სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმის პირველი ორი ეტაპი, ანუ დემილიტარიზაცია და ეკონომიკური რეაბილიტაცია, ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე საუბარიც კი ეფემერული გახდება. ედუარდ კოკოითის შეთავაზება დემილიტარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის ნაწილში თითქმის ზედმიწევნით იმეორებს პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმას, რომელიც მან საერთაშორისო საზოგადოებას ჯერ კიდევ შარშან გააცნო. უფრო მეტიც, საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებმა ამ გეგმის რეალიზაციისათვის კონკრეტულ პროექტებზეც დაიწყეს მუშაობა. ერთ-ერთი ამგვარი პროგრამა, რომელზეც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა, მცირე და საშუალო ერთობლივი ბიზნეს პროექტების, სამოქალაქო მშენებლობის, ენერგეტიკის რეაბილიტაციისა და სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივების მომზადებას გულისხმობს. კონკრეტულად კი საუბარია გორი-ცხინვალის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების განახლებაზე, ასევე ქართულ პორტებში ტვირთის გადაზიდვისთვის რეგიონზე გამავალი ტრანსკავკასიის მაგისტრალის გამოყენების უზრუნველყოფაზე. არ არის გამორიცხული რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შეთავაზებაც. ამ კონტექსტში ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყეს ე.წ. ერგნეთის ბაზრობის აღდგენაზე საუბარიც.
მეტი დამაჯერებლობისათვის პრეზიდენტი სააკაშვილი რეგიონის მოსახლეობას კონფლიქტის პერიოდიდან, ანუ 1991 წლიდან, დღემდე დაგროვილი საპენსიო დავალიანების გაცემას, ხოლო შემდეგ კი პენსიების იმ დონეზე შენარჩუნებას ჰპირდება, რა ოდენობასაც ცხინვალის რეგიონის პენსიონერებს რუსეთის ფედერაცია უხდის.
ამ პროგრამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და საპროექტო წინადადებების განხილვაც მიმდინარეობს, რომელთაც ერთობლივი ექსპერტთა ჯგუფები ამზადებენ და დონორებს წარუდგენენ. კონფლიქტის რეგიონში ამჟამად 6 სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც 3-3 ექსპერტითაა დაკომპლექტებული. თავად პროგრამა კი 6 მიმართულებას ითვალისწინებს. ესენია: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სამოქალაქო მშენებლობა, გზების მშენებლობა და ბიზნესი.
მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციის პროგრამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ბევრი ტექნიკური საკითხი კიდევ დასაზუსტებელია. მაგალითად, გაურკვეველია, რომელი კანონმდებლობით და რომელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმოები, რომელი ორგანო მოახდენს გადასახადების ადმინისტრირებას, როგორ მოხდება ფინანსური ნაკადების მართვა და საბანკო მომსახურება. ამგვარი უხერხულობები კონფლიქტურ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამებს, როგორც წესი, თან ახლავს ხოლმე. თუმცა ამ დეტალების დაზუსტება, შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში, რთული არ არის. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორის ვაჟა სალამაძის აზრით, ერთობლივი პროექტები მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, საერთოდ, ეკონომიკური ბერკეტებით კონფლიქტების დარეგულირება მსოფლიოში აპრობირებული და საკმაოდ ეფექტური მეთოდია. თუმცა ამ შემთხვევაშიც უფრო ეფექტური და მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად იმდენად ძლიერი და მომხიბლავი, რომ სეპარატისტული განწყობები პრაგმატულმა სოციალურმა სტიმულებმა გადასძალონ.
[ვაჟა სალამაძის ხმა] ”იმ მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს კონკრეტული პრაგმატული ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს შეიძლება იყოს ამ პროვინციის გარეთ არსებული სამუშაო ადგილები, შეიძლება იყოს უშუალოდ კონფლიქტის ზონაში არსებული სამუშაო ადგილები, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე. აქ შეიძლება ლ;აპარაკი იყოს, ვთქვათ, იმავე პენსიებზე, შრომის ანაზღაურებაზე. ანუ პრაგმატული მოტივაცია - ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლითაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ასეთ კონფლიქტურ ზონებში სიტუაციის დარეგულირებაზე .”
სეპარატისტული განწყობების ეკონომიკური პრაგმატიზმით ”განეიტრალების” უამრავი მაგალითი არსებობს. ამის დასტურად თუნდაც კანადის სეპარატისტული პროვინცია კვებეკის შემთხვევაც კმარა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ამ პროვინციაში ჩატარებულ რეფერენდუმზე კვებეკის მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს კანადის შემადგენლობაში დარჩენა ამჯობინა. ამის მიზეზი კი, ძირითადად, გახდა ის, რომ კვებეკის მოსახლეობის დიდი ნაწილი მეზობელ ონტარიოს პროვინციაში იყო დასაქმებული. სამწუხაროდ, საქართველო სეპარატისტული რეგიონებისათვის ჯერჯერობით ვერ გახდა ეკონომიკურად მიმზიდველი სახელმწიფო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ერთობლივი პროექტებისა და კონფლიქტური რეგიონის მოსახლეობის დასაქმების პროგრამებით სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია გაცილებით უფრო ეფექტური გზაა კონფლიქტების მოსაგვარებლად, ვიდრე იარაღის ჟღარუნი და ”ძალის პოლიტიკა”.