საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ”მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი გახდა, კომისიის მდივანი კი -მაჟორიტარი ბადრი ხატიძე.
საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. პირველი შეკრების შემდეგ, რაც ორშაბათს მოხდა, კომისიის აპარატის მუშაობისთვის პარლამენტის ხაზინიდან გამოყოფილია გარკვეული თანხა. კომისიის წევრებისთვის ჯერჯერობით ვერ მოხერხდა სამუშაო ოთახის გამოყოფა, არის პატარ-პატარა სხვა პრობლემებიც, თუმცა სკანდალური საქმის გამოძიებაში ჩართულ დეპუტატებს ჯერ არ დაუკარგავთ იმედი, რომ ობიექტური დასკვნის შემუშავებას შეძლებენ. საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე შეკრება ხუთშაბათს შედგა. რამდენად საქმიანი იყო ეს შეკრება, რას ფიქრობენ დეპუტატები გამოძიების პროცესზე?
დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა საქმიანი იყო იმდენად, რამდენადაც არჩეულ იქნა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. სხვა მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა.
[ფრიდონ რუხაიას ხმა] ” გილოცავთ, დაბრძანდით. ბადრი, მოდი!. ”
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის თანამდებობრივი ვაკანსიების დაკავება გიორგი ცაგარეიშვილს და ბადრი ხატიძეს მიულოცა. წინასწარი შეთანხმების თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც და მდივანიც ოპოზიციის რიგებიდან უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ოპოზიციამ უარი თქვა მდივნის თანამდებობაზე, რის გამოც მდივნის პოსტზე მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ხატიძის კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარემ ფრიდონ რუხაიამ წამოაყენა. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების შემდეგ მან კომისიის სხდომა დახურულად გამოაცხადა. ამდენად, პარალმენტში იწყება გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს პარლამენტის წევრის კავშირი საბაჟო ტერმინალ ”ოპიზასთან” და გაარკვიოს, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ასეთი კავშირი დეპუტატის სტატუსთან.
რეგლამენტით დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეთავსება, თუმცა ამ შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას, მაგრამ არა აქვს უფლება განახორციელოს ერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით ან უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილება.
”ოპიზას” საქმის შესასწავლად შექმნილ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართულ ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ იმედი, რომ კომისია უარს არ იტყვის იმ ადამიანის დაკითხვაზე, რომელმაც კობა ბექაურს უპროცენტოდ ასესხა სერიოზული თანხა ”ოპიზას” საქმიანობის ასაწყობად. არ არის გამორიცხული, ეს იმედი არ გაცრუვდეს, თუმცა ის, რომ ”ოპიზაში” თავისი წილი ბექაურს მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისთვის არის არგუმენტი იმის სათქმელად, რომ ასეთი სამეწარმეო საქმიანობა არ მოდის წინააღმდეგობაში დეპუტატის სტატუსთან.
[ფრიდონ რუხაიას ხმა] "მართვის და ადმინისტრირების უფლება არა აქვს."
საკუთარი ბიზნესის მართვას ირიბი გზით არაერთი დეპუტატი რომ ახორციელებს, ამას არავინ უარყოფს. დეპუტატებს შორის აქტიური მეწარმეების ყოფნა ახლახან პრეზიდენტმაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ წარმატებულ ბიზნესმენ დეპუტატს პრემიერის დახმარება დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი ლუდსახარში ქარხნისთვის წყლისა და დენის მიწოდება აღედგინა. ამიტომ საგამოძიებო კომისიის წევრი უმრავლესობიდან ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ჯობს დეპუტატებს არ ეკრძალებოდეთ სამეწარმეო საქმიანობა:
[ნიკა გვარამიას ხმა] ”არაპროდუქტიულია ეს აკრძალვა. ფარულად ბევრი დეპუტატი აწარმოებს ამ საქმიანობას. ამიტომ უნდა ჰქონდეს პარლამენტის წევრს ბიზნეს-საქმიანობის უფლება და უნდა აეკრძალოს ამ საქმიანობის ლობირება." (სტილი დაცულია)
გვარამიას ამ შეხედულებას პარლამენტში, ეტყობა, ბევრი იზიარებს, მათ შორის, პირველ რიგში, ალბათ, ის დეპუტატები, რომლებიც ბიზნეს- საქმიანობას ფარულად ეწევიან და ასევე ფარულად ლობირებენ კიდეც ამ საქმიანობას. ჩვენ ამას წინათაც აღვნიშნეთ, რომ არსებობს ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატი ბექაური ირიბი გზებით ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასაც მართავს და ამ ბიზნესის ასაწყობად ფინანსურ პოლიციას იყენებს სხვა ანალოგიური კომპანიების საქმიანობის შესაზღუდავად. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ცაგარეიშვილსაც აქვს. ის ფიქრობს, რომ კომისია ამ ინფორმაციითაც უნდა დაინტერესდეს, კომისიის სხვა წევრებს (უმრავლესობის წარმომადგენლებს) კი მიაჩნიათ, რომ მათი საქმე ”ოპიზას” საქმის შესწავლაა და სხვა მიმართულებით გადახვევა არ უნდა მოხდეს.