მათ რამდენჯერმე მოითხოვეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მისვლა, უკანასკნელ ჯერზე - მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში. ოპოზიციის მოთხოვნაზე საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის პარლამენტში მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა მიმდინარე კვირაში პარლამენტში თავდაცვის მინისტრის გამოცხადებას ელიან, შინაგან საქმეთა მინისტრისას კი - ნაკლებად. რა შეკითხვები აქვთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ვანო მერაბიშვილის მიმართ?
შეკითხვები, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში გამოცხადების შემთხვევაში დაუსვამენ, სხვადასხვაგვარია. არსებობს შეკითხვა - რატომ დამძიმდა ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა? რატომ გახშირდა დანაშაულის ფაქტები? ამას გარდა, არსებობს შეკითხვები თავდასხმის იმ გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც, ოპოზიციის წარმომადგენლების თვალსაზრისით, პოლიტიკური შეფერილობისა უნდა იყოს. დეპუტატებს - მათ შორის, უმრავლესობის ცალკეულ წარმომადგენლებს - აინტერესებთ, ხშირ შემთხვევაში, რატომ ახლავს მსხვერპლი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციებს. და კიდევ არსებობს შეკითხვები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის თაობაზე. სამშაბათს სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე პასუხების მოსასმენად გამოვიდა ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, კახა კუკავა, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების ინიციატივით. მის მოთხოვნაზე პარლამენტის თავმჯდომარის რეაგირება ასეთი იყო:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”თუ გნებავდათ მინისტრების მოწვევა, შეგეძლოთ ბიუროს სხდომაზე ამის შესახებ გეთქვათ. მე გთავაზობთ, გავაფორმოთ შესაბამისი კითხვები და გპირდებით, რომ თავდაცვის მინისტრიც და შინაგან საქმეთა მინისტრიც პარლამენტში იქნებიან. ”
კუკავა ამბობს, რომ შეკითხვები გაფორმებულია და შინაგან საქმეთა მინისტრს ისინი წერილობითი ფორმით ორიოდე კვირის წინ გადაეგზავნა. პასუხები ამ შეკითხვებზე პარლამენტში ასევე წერილობითი ფორმით მოვიდა, თუმცა ამ პასუხებმა შეკითხვების ავტორები ვერ დააკმაყოფილა. ”ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმას წერტილი მალე დაესმება და ამ თემაზე სალაპარაკო აღარავის ექნება,” - აცხადებს გარდაცვლილი პრემიერის თანაგუნდელი მიხეილ მაჭავარიანი და დასძენს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან სულ ახლახან ჰქონდათ კიდევ ერთი შეხვედრა ყოფილი პრემიერის მეგობრებს. დეპუტატები, რომლებსაც ზურაბ ჟვანიას გუნდის წარმომადგენლებად ვიცნობდით, საჭიროდ არ მიიჩნევენ გამოძიებაში ეჭვების შეტანას, ყოველ შემთხვევაში - საჯაროდ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს ვანო მერაბიშვილისგან ერთ შეკითხვაზე სურს პასუხის მოსმენა:
[ელენე თევდორაძის ხმა] ”კეთდება თუ არა ანალიზი ყოველი ოპერაციის შემდეგ იმისთვის, რომ ამ ოპერაციების დროს არ დავკარგოთ ადამიანები, ყოველ შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან?”
რატომ ახლავს სპეცოპერაციებს მსხვერპლი? - ეს შეკითხვა ვანო მერაბიშვილის მიმართ რესპუბლიკელ დავით ბეძენიშვილსაც აქვს და არამარტო ეს შეკითხვა:
[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”ხომ არ არის ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი? ანუ მოუმზადებელი სპეცოპერაციები ხომ არ კეთდება პოლიტიკური პროცესების გადასაფარავად? და კიდევ ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს: ჩემი “ნოუტბუკი” მასთან ხომ არ არის? ”
[დავით გამყრელიძის ხმა] ”მერაბიშვილის მიმართ შეკითხვა რჩება იმ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ვალერი გელაშვილზე თავდასხმით, სხვა, ასეთი ტიპის, ნახევრად ტერორისტული ღონისძიებების ჩატარებით, და როდის უნდა გახდეს ეს სტრუქტურა რეფორმის საგანი? ”
ეს უკვე მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე გახლდათ. ოთხშაბათს არც მას ჰქონდა ხუთშაბათისთვის პარლამენტში ვანო მერაბიშვილის გამოცხადების მოლოდინი. თავდაცვის მინისტრის მოლოდინი კი იყო. მწვავე შეკითხვები მის მიმართაც არსებობს.