ჯგუფმა დაიწყო მოძრაობა მერებისა და გამგებლების არჩევითობის საკითხის რეფერენდუმზე გასატანად. საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზედიზედ ორჯერ სთხოვა ნებართვა რეფერენდუმის მოთხოვნით მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვებაზე, ორივე ჯერზე უარი მიიღო და ამიტომ დავის სასამართლოში გაგრძელება გადაწყვიტა. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში შევიდა და მოხდა ისე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით დადასტურებული უარი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაზე ბათილად იქნა ცნობილი. რას ცვლის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება?
მთავარი გახლავთ ის, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არგუმენტაცია და ბათილად ცნო მისი განკარგულება, რომლითაც ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფს არ მიეცა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების ნება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რეფერენდუმის დანიშვნას ოპოზიცია ითხოვს მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევითობის მისაღწევად.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოდან გადაეგზავნა ბათილად ცნობილი განკარგულება თანმხლები არგუმენტაციის გადახედვისა და დაზუსტების მიზნით, რაც მოსარჩლე მხარის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ირაკლი მელაშვილის, თქმით, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფისთვის ნათქვამ უარზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი არგუმენტაცია უნდა შეიმუშაოს.
გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლე რუხაძემ გამოიტანა. ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ მას სრული უფლება ჰქონდა მიეღო აქტი ( ადმინისტრაციული აქტი) და ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფისთვის ამ აქტით მიენიჭებინა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების უფლება. რადგან ასე არ მოხდა, მელაშვილი მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
[ირაკლი მელაშვილის ხმა] ”ეს პროცესის გაწელვას გამოიწვევს, რადგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება კიდევ მიიღოს ასეთი აქტი ან საერთოდ არ მიიღოს. მერე ჩვენ ისევ უნდა გავასაჩივროთ... ”
ამასობაში ადგილობრივი არჩევნებიც მოახლოვდება და აზრს დაკარგავს მოსახლეობისთვის შეკითხვის დასმა - უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ყველა ქალაქის, დაბის, თემისა და სოფლის (რომელიც არ შედის დაბაში) მერისა და გამგებლის პირდაპირი გზით არჩევას.
როგორი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეაგირება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ჯერჯერობით ბუნდოვანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ქავთარაძე მოქმედების გეგმას მას შემდეგ დააზუსტებს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს გაეცნობა. ის მას ჯერ ხელთ არა აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების არგუმენტაცია სასამართლომ რომ არ გაიზიარა, ფაქტია. გია ქავთარაძე მაინც ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმისთვის ხელმოწერების შეგროვებაზე უარი არგუმენტირებულად ეთქვა:
[გია ქავთარაძის ხმა] ”კითხვა უნდა იყოს ისეთ საკითხზე, რომელიც იდეაშიც კი გამორიცხავს რაიმე გაუგებრობას. რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხზე. თბილისს არჩევითი მერი ეყოლება თუ არა, ანდა ეყოლება თუ არა მერი, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხი? ”
გია ქავთარაძე ფიქრობს, რომ არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, თბილისს პირდაპირი გზით არჩეული მერი ეყოლება თუ ირიბი გზით არჩეული, ან საერთოდ ეყოლება თუ არა მერი. ალბათ, ზუსტად ასე ფიქრობენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, რადგან ქალაქებში, სადაც პირდაპირი გზით აირჩევენ მერს, მერის მოვალეობის დროებით დანიშნული შემსრულებლები ჰყავთ. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის აზრით, ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს, სწორედ რომ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა:
[თინა ხიდაშელის ხმა] ”თუკი ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში და ქუთაისში, რომ თქვენ ცხოვრობთ ერთი და იმავე მნიშვნელობის ქალაქში, მაგრამ შენ გაქვს მერის არჩევის უფლება და შენ - არა, ეს არის ტიპიური დისკრიმინაცია. ” (სტილი დაცულია)
საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ხიდაშელიც ელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თამაშს - დროის გაწელვას იმისთვის, რომ მოძრაობამ, რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, აზრი დაკარგოს.