იქ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის საზეიმო გახსნა შედგა, ხელი დაეჭირა ღილაკს, რის შემდეგაც ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთით კასპიის ნედლი ნავთობის გადაქაჩვა დაიწყო.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა გახსნეს, ხოლო მათთან ერთად -”ბრიტიშ პეტროლიუმის” მთავარმა მენეჯერმა. გარდაბანთან გამართულ საზეიმო ცერემონიალს სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საუკუნის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ილაპარაკა სამივე ქვეყნის პრეზიდენტმა. თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ სეზარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ახდენილ ოცნებად მოიხსენია და თქვა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიოს ენერგორესურსებით მომარაგებაში.
”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი დაახლოებით 4 მილიარდ ბარელ ნავთობს გაატარებს, რაც იქნება გარანტი, რომ, გარკვეული კრიზისების შემთხვევაში, ეს ნავთობსადენი იქნება ერთგვარი ალტერნატივა მსოფლიო ბაზრის ნავთობით მომარაგებისთვის,” - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად წაადგება ნავთობსადენის ამუშავება რეგიონში სტაბილურობას. მან ბევრი ისაუბრა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო ურთიერთობებზე. აზერბაიჯანსა და თურქეთთან საქართველოს ურთიერთობაზე თავისი სათქმელი თქვა საქართველოს პრეზიდენტმაც. რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ახდენილი ოცნება - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ამ საკითხზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცალკევა ნავთობსადენის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეკონომიკურად ეს ნიშნავს მეტი ინფრასტრუქტურის შექმნას, მეტ ინვესტიციას, მაგრამ მნიშვნელობა არის პოლიტიკურიც - საქართველოს მნიშვნელობა იზრდება. მომავალ წელს ჩვენ მივიღებთ გაზსადენს და ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ”
რაც შეეხება საუკუნის პროექტის რეალიზაციის პოლიტიკურ მნიშვნელობას საქართველოსა და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მთავარი, რაც იცვლება, არის ის, რომ ეს რეგიონი აღარ არის ჩიხი, ჩვენს ქვეყანას აქვს არჩევანი და იქ, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, არის მეტი გარანტიები დამოუკიდებლობის. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვის არის უფრო მეტი, ვიდრე ნავთობი და გაზი. ”
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 1760 მეტრიანი ნავთობსადენიდან ევროპისკენ მიმავალი პირველი ტანკერის შევსება წლის ბოლომდეა ნავარაუდები. ნავთობსადენის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო. ძირითადი სამუშაოები 500 მილიონი დოლარით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. პროექტის მთლიანი ღირებულება 3, 5 მილიონი დოლარია. როგორც 12 ოქტომბრის საზეიმო ცერემონიალზე ბრიტიშ პეტროლიუმის მთავარმა მენეჯერმა აღნიშნა, ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისას საინჟინრო სამუშაოები ჩატარდა უმაღლეს დონეზე. მშენებლობის პროცესში დასაქმდა ბევრი საქართველოს მოქალაქე და, რაც მთავარია, საქართველოში მოიზიდა ინვესტიციები სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად.