ოდნავ მოგვიანებით კი სოხუმში უნდა შედგეს ოფიციალური შეხვედრა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება თანახმაა ამ თემაზე მოუსმინოს ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს, განიხილოს გაეროს ინიციატივით შედგენილი დოკუმენტის ტექსტი და საბოლოოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებს უსაფრთხოების პირობებს. უსაფრთხოების საკითხებზე აფხაზებთან მოსალაპარაკებლად სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა უნდა ჩავიდეს, მანამდე კი, როგორც უკვე ვთქვით, იყო საინტერესო არაოფიციალური შეხვედრები სოჭში.
ახლახან სოჭში არაფორმალური შეხვედრები შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, ირაკლი ალასანია, იქ შეხვდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს სოკრატ ჯინჯოლიას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრა იყო წარმატებული. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ტაბლიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოჭში მხარეთა შორის შედგა აზრთა გაზიარება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომ შამბასთან შეხვედრის შემდეგ ალასანია აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფებსაც შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. სოჭში გამართული შეხვედრების სხვა უფრო საინტერესო დეტალები არ ხმაურდება. მხარეთა წარმომადგენლები სოჭის შემდეგ ერთმანეთს სოხუმში შეხვდებიან. აფხაზებთან ერთად უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ოქტომბრის შუა რიცხვებში სოხუმში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ჩავა. ცნობილია, რომ სოხუმში მსჯელობა იმ ტექსტის გარშემო წავა, რომელიც გაეროს ინიციატივით შედგა და რომელიც გასაცნობად აფხაზებს არცთუ დიდი ხნის წინ გადაეცათ.
[გიორგი ვოლსკის ხმა] ”დოკუმენტი შედგენილია გაეროს ინიციატივით. არის მასში გარკვეული ფორმულირებები, რაც ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც მისაღებია. არის გარკვეული წინადადებები, რომლებიც ამ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენ გაგვაჩნია, თავისი წინადადებები აქვთ აფხაზებსაც. რაც მთავარია, არსებობს აფხაზების ნება, რომ ეს თემა განხილულ იქნეს.” (სტილი დაცულია)
ეს იყო გიორგი ვოლსკი, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თემის განხილვის ნება - ანუ უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების ნება - აფხაზებისა თავისთავად დადებითი იმპულსის მატარებელია, თორემ ღებულობს თუ არა აფხაზთა მხარე წინადადებებს, რომლებსაც გაეროს ინიციატივით მომზადებული დოკუმენტის პროექტი შეიცავს, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. გიორგი ვოლსკი აკონკრეტებს, რომ ეს წინადადებები უკავშირდება აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბრუნებული ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გარკვეული გარანტიების შექმნას თუნდაც იმით, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რაზე და რამდენად შეთანხმდებიან მხარეები, ამაზე სოხუმში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მოგვიწევს მსჯელობა. მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ბიზნესწრეებს მოუწოდებს, ინვესტიციები ჩადონ აფხაზეთის ეკონომიკაში. ”ჩვენ ომი იმისთვის არ მოგვიგია, რომ მშვიდობა წავაგოთ. ჩვენ შეგვწევს უნარი დავიცვათ თქვენი კაპიტალდაბანდებები აფხაზეთში, ”- განაცხადა სერგეი ბაღაფშმა ახლახან, ნალჩიკში ყოფნისას.”
რუსეთზე კურსი უცვლელია, ქართველებთან საერთო ენის გამოძებნა კი უწინდებურად პრობლემად რჩება. რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ახლა უკვე ”აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა” მოსთხოვა.