შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ, გაირკვა რა კონკრეტული ინტერესებით ჩავიდა საქართველოში ყახაზეთის პრეზიდენტი და ისიც, თუ რა იმედებს ამყარებს საქართველოს მთავრობა ყახაზეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. საქართველოს პრეზიდენტს აქვს იმედი, რომ, ყაზახური გაზის წყალობით, წლევანდელი ზამთარი საქართველოში ყველაზე თბილი და კომფორტული იქნება. საქართველოს ყაზახური გაზი აინტერესებს, ყახაზეთს კი - საქართველოს პორტების მეშვეობით შავ ზღვაზე გასვლა, ევროპის ქვეყნებში ნავთობისა და სხვა პროდუქტების ამ გზით გატანა.
ყაზახთა გეგმაში შედის საკუთარი ქვეყნის ჩამოყალიბება ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნად. მათ იციან, რომ ახლო მომავალში ევროპის ბაზარზე ნავთობის გასატანად ალტერნატიული გზები დასჭირდებათ და რომ ასეთი გზები საქართველოზე გადის.
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლები ნურსულთან ნაზარბაევმაც ამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი შეისწავლა. ბათუმისა და ფოთის პორტების შესაძლებლობების გაცნობით ის კმაყოფილი დარჩა:
[ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] ”კასპიის სანაპიროებზე ჩვენ ავაშენეთ უმსხვილესი პორტი აკრაუ, საიდანაც წელიწადში 15 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა არის შესაძლებელი, ვაშენებთ მეორე ასეთსავე სიმძლავრის პორტს. კავკასიის გავლით ტვირთების შავ ზღვაზე გატანა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან საგულისხმო იყო ბათუმის პორტის შესაძლებლობების გაცნობა, რისთვისაც მადლობას გიხდით. მეორე - სარკინიგზო გადასასვლელი ბაქოდან შავი ზღვისკენ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ფერადი და შავი ლითონების, ხორბლისა და სხვა ტვირთის ევროპაში გასატანად.”
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს გავლით თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი საავტომობილო ტრასის მშენებლობაც. ამ ინტერესსაც თავისთავად ევროპისკენ ყაზახეთის ტვირთების გადატანის მოთხოვნა განაპირობებს. არის იმედები, რომ ყაზახი ინვესტორები მონაწილეობას მიიღებენ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში. არის სხვა კონკრეტული ინტერესებიც: ნურსულთან ნაზარბაევის საქართველოში ვიზიტისას გაირკვა, რომ ყაზახეთი აპირებს მონაწილეობას საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში; ამას გარდა, აჭარაში საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობას; საუბარია საქართველოდან ყაზახეთში ციტრუსის ექსპორტზეც და ასე შემდეგ. საგულისხმოა თანამშრომლობის არაეკონომიკური ასპექტებიც. ეს არის ანტიტერორისტულ კამპანიაში მონაწილეობა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, სეპარატისტული რეჟიმების დაგმობა. თბილისში ყოფნისას ყაზახეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს პრეზიდენტმა კი ნურსულთან ნაზარბაევს პირობა მისცა, რომ მომავალ წელს საქართველოს მხარს დაუჭერს ეუთოში ყაზახეთის თავმჯდომარეობას.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ, ხელშეკრულებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ, ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის პროგრამას.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყაზახეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა წელს უწყვეტად მოამარაგოს საქართველო ბუნებრივი აირით. აღნიშნულთან დაკავშირებით ნურსულთან ნაზარბაევმა გამოთქვა იმედი, რომ გამოინახება საერთო ენა რუსეთთან, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს ბუნებრივი აირის ტრანზიტი. ამის იმედი საქართველოს პრეზიდენტსაც აქვს. მისი განცხადებით, ყაზახური გაზის ხელსაყრელ პირობებში მიღების შესახებ შეთანხმება მიღწეულია და, ამ შეთანხმების წყალობით, მომავალ ზამთარს საქართველოში ენერგოპრობლემები აღარ შეიქმნება. ასეთი ოპტიმისტური განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ანუ საქართველოსთვის გაზის მიმწოდებელი ქვეყნის მიერ სატრანზიტო ქვეყანასთან საერთო ენის გამონახვამდე გაკეთდა.