აღდგენასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს, 20 ივლისს კი ქართველები და აფხაზები კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე თბილისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენლობის ოფისში, იმსჯელებენ. რა სიახლეებია ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში და არის თუ არა რაიმე წინსვლა ზოგადად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში?
წინსვლა ოფიციალურ შეხვედრებზე ნაკლებად იკვეთება, მხარეთა შორის ნდობის აღდგენისთვის გაცილებით ეფექტიანი არაოფიციალური შეხვედრებია და ამას შემდეგი მაგალითიც მოწმობს:
”ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის” თანამშრომელი ნინო ბერძენიშვილი სოხუმიდან ახლახან დაბრუნდა. იქ კი იმ აფხაზი ბავშვების მოსანახულებლად იყო ჩასული , რომლებსაც ენგურსაქეთა საქართველოში გადმოსვლისა და ქართველებთან ურთიერთობისთვის უკან, სოხუმში, დაბრუნებისთანავე სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ეს შარშან მოხდა. ”ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის” ძალისხმევით თბილისში ჩამოყვანილი აფხაზი ბავშვები შინ დაბრუნების შემდეგ პედაგოგებმა თანატოლების თანდასწრებით გაასამართლეს. როგორც ნინო ბერძენიშვილი ამბობს, ერთ-ერთ მათგანს სკოლაში მთელი კვირის მანძილზე მოუწია სიარული აბრით, რომელზეც ”ხალხის მტერი” ეწერა. პრობლემები შეექმნათ ამ ბავშვების მშობლებსაც: მათი უმეტესობა სამსახურებიდან დაითხოვეს..... ყოველივე ამის შემდეგ ”ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის” თანამშრომელი შიშობდა, რომ სოხუმელი ბავშვები მასთან შეხვედრას არ მოინდომებდნენ, თუმცა შიში არ გამართლდა:
[ნინო ბერძენიშვილის ხმა] ”მე რომ ჩავედი, არც ვიცოდი შემხვდებოდნენ თუ არა, რამდენიმე ადამიანმა იცოდა, რომ იქ ვიყავი და ბავშვები თავისი ინიციატივით მოვიდნენ ჩემთან. მოდიოდნენ, ძალიან თბილად მხვდებოდნენ და ძალიან თბილად იხსენებდნენ თბილისში გატარებულ დღეებს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი, იმდენად, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, მსგავსი პროექტი წელსაც განხორციელდეს. ”
ახალი პროექტით, თუკი ის განხოციელდა, სოხუმში ჩაიყვანენ ქართველ ბავშვებს აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახებიდან .
ნინო ბერძენიშვილი სოხუმში 2 წლის წინაც იმყოფებოდა. ამდენად, მას ჰქონდა საშუალება გაეკეთებინა დასკვნა, ამ ორი წლის მანძილზე შეიცვალა თუ არა იქ ცხოვრება. ამბობს, რომ შეიცვალა და დასძენს : ” 2 წლის წინ სოხუმი მკვდარი ქალაქი იყო, ამჯერად მის ქუჩებში გაჩნდა ტრანსპორტი, მათ შორის, ტაქსი, ამუშავდა კერძო სასტუმროები.. ნინო ბერძენიშვილის თქმით, 2 წლის წინ სოხუმის ქუჩებში ქართულად დალაპარაკება აკრძალული იყო, დღეს კი იქ ქართული ისმის ....
ჩვენი რესპონდენტი პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ საუბრობს, რადგან მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკოსების საქმეა, პოლიტიკოსები კი საუბრით, ერთმანეთთან შეხვედრებით ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს აწყობენ.
სოხუმში საქართველოს 8 კაციანი დელეგაცია, სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას მეთაურობით, 19 ივლისს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა.
მოლაპარაკება შედგა აფხაზთა დელეგაციასთან, რომელსაც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკების პარალელურად დაგეგმილი იყო სარკინიგზო მონაკვეთის დათვალიერება. აფხაზთა მხარე 50 დღეს ითხოვს ამ მონაკვეთის ექსპერტიზისა და მისი აღდგენისთვის საჭირო თანხის გამოსათვლელად, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ არ ნიშნავს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია .
[გოგა ხაინდრავახ ხმა] ” გადაწყვეტილება არ არის ჩემი და ლაკერბაიას მისაღები, გადაწყევტილებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება მიიღებს, თუ ეგეთი გადაწყვეტილება იქნება, საერთოდ, მიღებული. ”
ეს გახლდათ გოგა ხაინდრავას განცხადება. აფხაზთა მხარის წარმომადგენლებთან დიალოგს ის 20 ივლისს თბილისში გააგრძელებს. კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლობის ოფისში აფხაზთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათ კომიტეტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის დასწრებით უნდა წარიმართოს.