შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის კრიზისის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური ხერხებით არის შესაძლებელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის, რიჩარდ ბაუჩერის განცხადებით, შეერთებული შტატები ჩეჩნეთის საკითხთან დაკავშირებით უწინდელ პოზიციაზე რჩება. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება ერთხელ უკვე შეხვდა ჩეჩნეთის წარმომადგენლებს, რომლებსაც ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. ბაუჩერის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა, ბესლანში დაზარალებულთა დასახმარებლად, მედიკამენტები რუსეთს 2 სატვირთო თვითმფრინავით გაუგზავნა.