დემოკრატიაზე რომ არაფერი ვთქვათ - უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სამართალდამცავ სტრუქტურებს ან, უფრო მოკლედ, პოლიციას. არადა, საიდუმლო არ არის, რომ ერაყის პოლიცია სავსეა არა მარტო უხეიროდ გაწვრთნილი და კორუმპირებული მოხელეებით, არამედ - რაც ყველაზე სახიფათოა - ბოროტმოქმედებთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანებით. როგორ აპირებს ერაყის გარდამავალი მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას? ამ საკითხს ეხება რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტის ვალენტინას მიტეს რეპორტაჟი, რომელიც მან ბაღდადიდან მოგვაწოდა.
თავისი მასალა ვალენტინას მიტემ ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ადნან ჰადი ასადისთან საუბარზე ააგო: იმის გათვალისწინებით, რომ ასადი საქმის მცოდნე კაცად ითვლება - უწინ ის ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წევრიც იყო.
ასადის თქმით, ერაყის პოლიციას დღეს არ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად გადაჭრას მის წინაშე მდგომი ამოცანები: შეებრძოლოს დანაშაულსა და ტერორიზმს, დაიცვას სახელმწიფო საზღვრები.
[ადნან ჰადი ასადის ხმა] "საქმე გვაქვს ბანდებთან, რომელთა ხელში იარაღია: მსუბუქი, საშუალო და ყოველგვარი მძიმე აღჭურვილობა გარდა ტანკებისა. მათ აქვთ ზარბაზნები, რაკეტები... თვითმფრინავებსაც კი ესვრიან. ახლა ისინი კოალიციურ ძალებს ებრძვიან. კოალიცია კი სერიოზული ძალაა, მასშიარაერთი მსხვილი ქვეყანა შედის. აი, ასეთ ძალას ებრძვიან ეს ბანდები, და საკმაოდ ეფექტიანადაც. ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შესწევს უნარი, ამ ადამიანებს ეფექტიანად შეებრძოლოს."
კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რომელზეც ადნან ჰადი ასადი ამახვილებს ყურადღებას, ქვეყნის საზღვრების დაცვაა. სიმწვავეს კი ამ პრობლემას ის გარემოება ჰმატებს, რომ თავდასხმებს ტერორისტები ხშირად ქვეყნის გარეთ გეგმავენ, ხოლო მათს განსახორციელებლად შეუფერხებლად და გაუკონტროლებლად ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით.
[ადნან ჰადი ასადის ხმა] "საზღვრების ეფექტიანად დასაცავად საჭიროა 70 ათასი პოლიციელი, ჩვენ კი 25 ათასიც არ გვყავს. უწინ, სადამ ჰუსეინის დროს, ერაყს მთელი არმია აკონტროლებდა და იცავდა, ხოლო ახლა ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ მცირერიცხოვანი ძალებია."
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მისი უწყების ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა რეფორმების გატარება და არაკვალიფიციური, არასანდო მუშაკებისგან სამინისტროს გაწმენდაა. ასადის თქმით, ამჟამად პოლიციის სამსახურში მყოფ 90 ათას თანამშრომელს სულ მალე 30 ათასი გამოაკლდება. ამისთვის, ანუ კომპენსაციების გადასახდელად, შეერთებულმა შტატებმა 30 მილიონი დოლარი გამოყოო, დასძენს მინისტრის მოადგილე.
რაც შეეხება რიგით ბაღდადელებს, მათ ჩვენს კორესპონდენტს უთხრეს, რომ პოლიციელის მოქრთამვა იოლზე იოლი საქმეა. გარდა ამისა, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს პოლიციელის ფორმის ან პირადობის მოწმობის შეძენა. თუ ზოგიერთ ერაყელ ჟურნალისტს დავუჯერებთ, თუ მოისურვე და ფულიც არ დაინანე, პოლიციის მანქანასაც იშოვიო.
ვალენტინას მიტესთან საუბარში ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუმალავს, რომ ეს პრობლემები მართლაც არსებობს. პოლიციელთა შორის ისეთებიც კი მოიძებნებიან, ვინც თავდასხმებში თავად მონაწილეობსო, დასძინა ადნან ჰადი ასადიმ.
საუბრის ბოლოს რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს მან ასეთი რამ უთხრა: "ვიდრე ერაყის პოლიცია მომაგრდებოდეს, ამერიკელთა ტანკების გარეშე ვერაფერს გავხდებით. დღეს ამერიკის ტანკები ერთადერთი სიმბოლოა, რომელიც ზურგს გვიმაგრებსო."