ათლეტის შედეგის გაუმჯობესებაა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ პრეპარატების გამოყენებას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და იმუქრება, რომ უმკაცრესად დასჯის ყველას, ვინც კი სხვადასხვა მედიკამენტისა თუ ქიმიური სუბსტანციის დახმარებით შეეცდება მეტოქეთა დამარცხებას.
სინთეტიკური ჰორმონები ან, სხვაგვარად, ანაბოლური სტეროიდები ფარმაკოლოგიაში მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ - მიუხედავად ეგრეთ წოდებული "დოპინგ-კონტროლების" გაძლიერებისა - მათი გამოყენების მასშტაბი სულ უფრო იზრდებოდა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კარგა ხანია ცდილობს, პროფესიული სპორტი დოპინგის მარწუხებისგან იხსნას, და უწინარესად სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად უნდა ჩაითვალოს, რომ სტეროიდებისა და სხვა დამხმარე საშუალებების მიღება ყველა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციამ აკრძალა. მეორე მხრივ, ამ აკრძალვებმა საფრთხე შეუქმნა არაერთი ცნობილი სპორტსმენის კარიერას, ზოგიერთ მათგანს კი სპორტთან გამოთხოვებაც მოუხდა.
ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენდრიუ ტალი ესაუბრა ერიკ კოენს, ჟურნალ "ნიუ ატლანტისის" რედაქტორს, რომელიც, ამავე დროს, ვაშინგტონის ეთიკისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ცენტრის თანამშრომელიც არის. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში კოენმა გაიხსენა დრო, როცა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენი შეიძლებოდა მხოლოდ იმისთვის დაესაჯათ, რომ მას პირადი მწვრთნელი ჰყავდა - თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობა ხომ სამოყვარულო სპორტის იდეალებზე აღმოცენდა. დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია: წარმატების მისაღწევად აუცილებელია არა მხოლოდ პირადი მწვრთნელის ყოლა, არამედ თანამედროვე მეთოდიკის გამოყენება და კვების რეჟიმის ლამის მეცნიერულად შემუშავება. ამიტომ, ერიკ კოენის აზრით, აუცილებელია სპორტსმენის სრულფასოვანი კვებისთვის საჭირო ნივთიერებები გაიმიჯნოს სხვა, უფრო სპეციფიკური სუბსტანციებისგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ათლეტის შედეგის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
[ერიკ კოენის ხმა] "ახლა ბევრი იმტვრევს თავს იმაზე, როგორ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ლეგალური და არალეგალური მედიკამენტები. სტიმულატორების რიცხვის ზრდასთან ერთად სულ უფრო მწვავედ დგება საკითხი: როგორ გავავლოთ ზღვარი, ან უკეთ: რა მივიჩნიოთ დასაშვებად და რა - დაუშვებლად? თანაც, ესა თუ ის ტექნოლოგია, შესაძლოა, ისე დაიხვეწოს, რომ აკრძალული ნივთიერებების აღმოჩენა სულაც შეუძლებელი გახდეს."
ერიკ კოენი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეერთებულ შტატებში გახშირდა სტეროიდების გამოყენების შემთხვევები სამოყვარულო და სტუდენტურ სპორტში. თანაც, ვაშინგტონელი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მოყვარული ათლეტების უმრავლესობა სტეროიდებს მილიონების მოსახვეჭად კი არ მიმართავს, არამედ იმისთვის, რათა სპორტულ სარბიელზე კონკურენტუნარიანობა არ დაკარგოს.
[ერიკ კოენის ხმა] "ამას მათ გამარჯვებისკენ სწრაფვა აკეთებინებს, მაგრამ შედეგი სავალალოა: ჩვენი ათლეტები ნაკლებად გამორჩეულნი და მეტად დამოკიდებულნი ხდებიან. ადამიანები, რომელთაც სურთ, საუკეთესონი იყვნენ, საბოლოოდ, შესაძლებელზე უფრო სუსტ შედეგს აღწევენ."
ერიკ კოენის თქმით, სტეროიდების ხმარება, შესაძლოა, სპორტსმენს რეკორდის დამყარებაში დაეხმაროს, მაგრამ ამ გზით მოპოვებული წარმატება არ შეიძლება ათლეტის მიღწევად ჩაითვალოს, რადგან საქმეში გარეშე სტიმულატორები იყო ჩარეული.
კოენის აზრით, ამგვარი მედიკამენტების ხმარება აუცილებლად უნდა აიკრძალოს: ჯერ ერთი, თუნდაც იმ მიზეზით, რომ მას წარმატებისკენ "პასიური" გზით მივყავართ და მეორეც - და მთავარი ალბათ ეს არის - იმიტომ, რომ ისინი სერიოზულად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.