ხოლო ბულგარეთსა და რუმინეთს ერთხელ კიდევ დაუდასტურეს, რომ ძალაში რჩება მათი გაწევრიანების საორიენტაციო თარიღი - 2007 წელი. თუ ამ მხრივ სამიტის მონაწილეთა შორის მეტ-ნაკლები ერთსულოვნება სუფევდა, ამას ვერ ვიტყვით ორ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე: ევროკავშირის კონსტიტუციაზე და ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატზე. საქმეს ისიც ართულებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ ორი სადავო საკითხის მოგვარებას ერთმანეთს უკავშირებს.
გერმანია, საფრანგეთი და ბელგია ევროკავშირის კონსტიტუციისა და ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურის საკითხებს შორის უშუალო კავშირს ხედავენ და სურთ, რომ ერთი პრობლემა მეორის გარეშე არ გადაიჭრას. სამიტის თავმჯდომარე, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ბერტი აჰერნი კი, პირიქით, აცხადებს, რომ რომანო პროდის მემკვიდრის მოძებნა, თავისთავად, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.
[ბერტი აჰერნის ხმა] "ევროკომისიის პრეზიდენტის საკითხი მარტივზე მარტივი გადასაწყვეტია: თუ კანდიდატი სათანადო კვალიფიკაციას ფლობს, საკმარისი მხარდაჭერით სარგებლობს, მაშინ მას ირჩევენ კიდეც. თუ ასე არ არის, მაშინ მას არ ირჩევენ - ასეთია თამაშის წესი და ახლა ვითარება ისეთია, რომ ამ პირობებს ვერავინ აკმაყოფილებს. კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს."
არადა, წინა ღამით კანდიდატი აშკარად ჩანდა. კავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გი ფერჰოფსტადს - ბელგიის პრემიერ-მინისტრსა და ლიბერალ პოლიტიკოსს, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად ემხრობოდნენ გერმანია და საფრანგეთი.
პარასკევს დილით გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა თავისი პოზიცია ასე დაასაბუთა:
[გერჰარდ შრიოდერის ხმა] "ჩემი აზრით, გი ფერჰოფსტადის სახით ჩვენ გვეყოლებოდა ჭეშმარიტი ევროპელი, რომელიც საქმეს ჩინებულად გაართმევდა თავს. ამიტომ მწყდება გული, რომ ამ საკითხზე ვერ შევთანხმდით, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით."
დიპლომატთა წრეებიდან გამოსული ინფორმაციით, სამიტის პირველი დღის დასასრულს შრიოდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ფერჰოფსტადს ევროკომისიის პრეზიდენტად არ აირჩევდნენ, კონსტიტუციის მიღებას დაბლოკავდა.
პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის წევრთა შორის ფერჰოფსტადს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ შორის უმთავრესია დიდი ბრიტანეთი, რომელიც ალმაცერად უყურებს ბელგიელი პოლიტიკოსის ფედერალისტურ მიდრეკილებებს. გარდა ამისა, ბევრს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ შარშან, გაზაფხულზე, სწორედ ფერჰოფსტადის თაოსნობით მოეწყო "ევროპის თავდაცვის სამიტი", რომელშიც ბელგიასთან ერთად გერმანიამ, საფრანგეთმა და ლუქსემბურგმა მიიღეს მონაწილეობა.
ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ ფერჰოფსტადის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, აგრეთვე, იტალია, პოლონეთი, სლოვენია, საბერძნეთი და პორტუგალია. ასე რომ, არჩევის შემთხვევაშიც კი ნაკლებად მოსალოდნელია, ბელგიელი პოლიტიკოსის კანდიდატურა ივლისში ევროპის პარლამენტმა დაამტკიცოს. ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე რომანო პროდის შესაძლო მემკვიდრეთა შორის ასახელებენ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს ჟან-კლოდ იუნკერს, რომელიც თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.