მათ შორის გაჩენილი უთანხმოების ძირითადი მიზეზი ერაყში ომის დაწყება-არდაწყება გახლდათ - საკითხი, რომელმაც არათუ აზრთა სხვადასხვაობა, არამედ მოკავშირეების ურთიერთობათა სერიოზული გაგრილებაც გამოიწვია. ახლა ვითარება ისევ უკეთესობისკენ იცვლება. ამის დასტურია აშშ-ის პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტი ევროპაში და მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადასხმის მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საფრანგეთში. მართლაც დნება თუ არა ყინული, რომელიც ვაშინგტონისა და მისი ევროპელი პარტნიორების ურთიერთობაში გაჩნდა?
დათბობის პირველ ხელშესახებ ნიშნად გაეროს უშიშროების საბჭოში სამშაბათს ჩატარებული კენჭისყრა შეიძლება ჩაითვალოს. ერაყის საკითხზე შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ერთობლივად მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა როგორც საფრანგეთმა, ისე გერმანიამ. არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ ერთიცა და მეორეც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დოკუმენტის მიღებას.
მიმომხილველები ასევე დადებითად აფასებენ საფრანგეთში აშშ-ის პრეზიდენტის სტუმრობას, რომელიც ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონისა და პარიზის ურთიერთობაში არსებული დიპლომატიური დაძაბულობის გასანელებლად გამოიყენა. თუმცა, ვალში არც მისი მასპინძელი ჟაკ შირაკი დარჩენილა. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხოტბა შეასხა მის ქვეყანასა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ "ძველისძველ მეგობრობას" და ამერიკას "სამუდამო მოკავშირე" უწოდა.
ბუშის, შირაკისა და გერმანიისა კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ამგვარი განცხადებები ლონდონელ პოლიტოლოგს, მარკ ჯოისს აფიქრებინებს, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში შარშან გაჩენილი ბზარი თანდათან გამთელებას იწყებს.
[მარკ ჯოისის ხმა] "ტრანსატლანტიკურმა ურთიერთობებმა უამრავი არასაჭირო დარტყმა განიცადა და მხარეებმა მას შემდეგ დიდი სამუშაო გასწიეს მიყენებული ზარალის შესამცირებლად. დღეს მოწმენი ვართ ამ სამუშაოს შედეგის კულმინაციისა. ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის საიუბილეო ზეიმზე ამ შედეგის დიპლომატიური გამოვლინებაც ვიხილეთ. ამასვე ვიხილავთ მიმდინარე თვის ბოლოს, ნატოს სამიტზე. ეს არის კულმინაცია ბოლო წლის მანძილზე გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისა."
მარკ ჯოისის თქმით, ბუშის ადმინისტრაციას კარგად ესმის, რომ ერაყში შექმნილი მძიმე ვითარების მოსაგვარებლად ევროპის მხარდაჭერა სჭირდება და ამიტომაც გადაწყვიტა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. თავის მხრივ, ზოგიერთ საკითხში თავიანთი პოზიციები გერმანიამაც და საფრანგეთმაც შეარბილეს. შედეგად კი დაძაბულობის განელება მივიღეთ.
ლონდონელი ანალიტიკოსის ოპტიმიზმს ბოლომდე არ იზიარებს ბერლინელი პოლიტოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომელი ინგო პეტერსი, რომლის თქმით, ერაყის საკითხში არსებული უთანხმოების დაძლევის შემთხვევაშიც კი არაერთი სხვა მოუგვარებელი პრობლემა დარჩება. მათ შორის არის აზრთა სხვადასხვაობა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში; ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტი, რომლის მოგვარება ამერიკელებსა და ევროპელებს სხვადასხვაგვარად ესახებათ; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც ევროპის კავშირი მხარს უჭერს, ხოლო ვაშინგტონი - ეწინააღმდეგება. აქვე უნდა ვახსენოთ კლიმატური ცვლილებების საკითხი, რომელსაც ოკეანის გაღმა და გამოღმა განსხვავებულად აფასებენ.
[ინგო პეტერსის ხმა] "ეს ფუნდამენტური უთანხმოებებია და ისინი მომავალშიც იარსებებს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ არცთუ შორეულ მომავალში შევძლებთ, გამოვნახოთ საერთო ენა და სიცოცხლისუნარიან კომპრომისებსაც მივაღწიოთ."
ინგო პეტერსი დასძენს, რომ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად მზა რეცეპტები არ არსებობს. თუმცა ბერლინელი ექსპერტიც აღიარებს, რომ სადავო საკითხების გადასაჭრელად შარშანდელთან შედარებით ახლა უკეთესი პირობებია შექმნილი.