ჯერ იყო და პრეზიდენტმა ბუშმა მოიწონა ღაზის სექტორისა და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისთვის ისრაელის მიერ შემუშავებული გეგმა, რითაც - როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ - ხაზი გადაუსვა პოლიტიკას, ვაშინგტონი ათწლეულების მანძილზე რომ მისდევდა. მერე კი შეერთებულმა შტატებმა არ მოისურვა, დაეგმო ისრაელის მიერ პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფების, "ჰამასის" ლიდერის მკვლელობა. რას მოასწავებს ეს ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივის თვალსაზრისით?
დავიწყოთ იმით, რომ აბდელ აზიზ რანტისის მკვლელობა დაგმეს როგორც ევროპის ქვეყნებმა, ისე იაპონიამ, განაცხადეს რა, რომ ამგვარი უკანონო ქმედება ხელს ვერ შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. ასე რომ, თავისი უარით, ისრაელის აქცია დაეგმო, ვაშინგტონმა მხოლოდ ხაზი გაუსვა მასა და მის მოკავშირეებს შორის სულ უფრო მზარდ უთანხმოებას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეები ასევე უკმაყოფილო არიან თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეილებით, მხარი დაეჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრის გეგმისთვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეინარჩუნოს ებრაელთა დასახლებების ნაწილი.
როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, ისე არაერთი ქვეყნის მთავრობათა ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯები, ერთი მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად შელახავს შეერთებული შტატების იმიჯს არაბულ სამყაროში.
ბოლო ერთი კვირის მანძილზე გადადგმული ნაბიჯებით პრეზიდენტმა ბუშმა უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა იმ პოლიტიკაში, რომელსაც ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთის საკითხში ათწლეულების მანძილზე მისდევდა. მან გააკეთა ორი რამ, რაც მანამდე შეერთებული შტატების არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია. პირველი: ბუშმა თქვა, რომ ისრაელს ვერავინ მოსთხოვს, მთლიანად დათმოს ის მიწები, რომლებიც მან 1967 წლის ომის შედეგად დაიკავა; და მეორე: მან უარყო პალესტინელი ლტოლვილების უფლება, ისრაელში დაბრუნდნენ.
აქამდე მიჩნეული იყო, რომ როგორც ერთი, ისე მეორე საკითხი უშუალოდ მხარეთა განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო პალესტინის საბოლოო სტატუსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. მაგრამ ბუშის ზემოხსენებულმა განცხადებებმა სურათი შეცვალა. რადიო "თავისუფლებისთვის" მოცემულ ინტერვიუში ლონდონის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დენიელ ნიპმა აღნიშნა, რომ თავისი ამგვარი გამონათქვამებით ბუში პალესტინელებს გარკვეულ პირობებს ახვევს თავს - თანაც ისე, რომ მათს აზრს ანგარიშს არ უწევს.
[დენიელ ნიპის ხმა] "აშშ-ის პრეზიდენტის ასეთი ნათქვამი მოლაპარაკებებში მონაწილე პალესტინელთა დელეგაციას ხელიდან აცლის ყველა კარტს და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საბოლოო სტატუსზე მოლაპარაკების ბედსაც. ასე რომ, ვფიქრობ, ამით მხარეებს, ჯერ ერთი, საშუალებას ვუსპობთ, ერთმანეთს ელაპარაკონ და მეორეც, ვცდილობთ, თავს მოვახვიოთ მათ საკითხის გადაჭრის ჩვენეული გეგმა."
პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ, მსოფლიოს ლიდერებისადმი კვირას გაგზავნილ მიმართვაში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა - პალესტინელთა სახელით დათმობებზე წასვლით - საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. გარდა ამისა, ყურეიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმაროს სამშვიდობო პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად.
მომავალი თვის დამდეგს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. "კვარტეტის" წევრები: შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროპის კავშირი და გაერო.