თანაც, ისეთად, რომელიც ერთ-ერთი უმწვავესია ევროპის წინაშე დღეს მდგარ პრობლემათაგან. საკითხის სიმწვავე, ცხადია, კარგად ესმით ევროპის საბჭოში, რომელსაც ევროკავშირის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ევალება. მიმდინარე თვეში ევროსაბჭო ამ პრობლემისადმი მიძღვნილ საგანგებო შეხვედრას მართავს, დაგეგმილია, აგრეთვე, სპეციალური სემინარის მოწყობა. ამის პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო კონვენციაზე, რომლის მიზანი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაა.
რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი კეთლინ ნოქსი ტრეფიკინგთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს მოდ დე ბურ-ბუკიკიოს. სწორედ ეს საკითხი გახლდათ მთავარი თემა მოხსენებისა, რომელიც გენერალური მდივნის მოადგილემ მიმდინარე თვის დამდეგს გააკეთა. მანვე, ამ ორიოდე დღის წინათ, გახსნა ერთკვირიანი სემინარი, რომელშიც სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ და რომელიც - ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გზათა ძიებასთან ერთად - სემინარ-ტრენინგის მსმენელებს მსხვერპლთა დახმარებასაც ასწავლის. გარდა ამისა, მოდ დე ბურ-ბუკიკიო აქტიურად არის ჩაბმული ზემოთ უკვე ნახსენებ კონვენციაზე მუშაობაშიც. მაინც, რამ განაპირობა ტრეფიკინგის პრობლემისადმი ყურადღების ასეთი გამახვილება?
[მოდ დე ბურ-ბუკიკიოს ხმა] "მოწმენი ვართ ევროპაში ტრეფიკინგის პრობლემის გარკვეული გამწვავებისა. თუმცა, სარწმუნო სტატისტიკა და ციფრები არ გაგვაჩნია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანთა ტრეფიკინგის მასშტაბი ნამდვილად იზრდება. სრულიად აშკარაა, რომ ამ საქმიანობით მიღებული შემოსავალი უზარმაზარია. როგორც ვარაუდობენ, იგი ნარკობიზნესით მიღებულ შემოსავალზე მაღალიც კია."
მოდ დე ბურ-ბუკიკიოს თქმით, ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ შეშფოთებას ის განაპირობებს, რომ ტრეფიკინგის პრობლემა ამა თუ სახით საბჭოს წევრ თითქმის ყველა ქვეყანას უდგას - ზოგი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, "სასტარტო" ქვეყანაა, ზოგი - სატრანზიტო, და ზოგიც - დანიშნულების ადგილი.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დიდ უმრავლესობას ახალგაზრდა ქალები შეადგენენ, რომლებსაც კარგი სამუშაოსა და მაღალი გასამრჯელოს დაპირებებით აღმოსავლეთი ევროპიდან დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში იტყუებენ, შემდეგ კი - მუქარითა თუ სხვა გზით - აიძულებენ, საკუთარი სხეულით ივაჭროს. მაგრამ ტრეფიკინგი მხოლოდ პროსტიტუციის ბიზნესი არ გახლავთ. მის მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრანტი შინა მოსამსახურეები თუ შავი მუშები არიან. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, საქმე გვაქვს სამი კატეგორიის ადამიანებთან.
[მოდ დე ბურ-ბუკიკიოს ხმა] "პირველს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც მათს სამშობლოში მოქმედი ფირმები სხვა ქვეყნებში საშინაო საქმის შესასრულებლად ქირაობენ. ეს მიგრანტი მოსამსახურეები ვალებში არიან ჩაფლული, რადგან ფირმისთვის შესაბამისი საფასურის გადასახდელად, როგორც წესი, ფულს სესხულობენ. მეორე კატეგორიას ისინი ეკუთვნიან, ვინც კლასიკური გაგებით ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. ანუ, როგორც კი საქმიანობას იწყებენ, მათ ართმევენ თავისუფალი ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა ატრიბუტს: ართმევენ პასპორტებს, უკრძალავენ იმ შენობის დატოვებას, რომელშიც ცხოვრობენ და მუშაობენ. მესამე კატეგორიაა ის ხალხი, ვინც ევროპაში ჩამოსვლამდე უკვე დაქირავებული იყო შინა მოსამსახურედ მესამე ქვეყანაში და ახლა თავის დამქირავებელთან ერთად გარკვეული დროით ჩამოდის."
კონვენცია, რომლის პროექტზე მუშაობაში მოდ დე ბურ-ბუკიკიოც მონაწილეობს, საბოლოო მიზნად ტრეფიკინგის პრობლემის მოგვარებას ისახავს. გარდა იმისა, რომ დოკუმენტის მიღება პრობლემის სიმწვავეს წარმოაჩენს, იგი რეალურად უნდა დაეხმაროს ტრეფიკინგით დაზარალებულ ადამიანებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია იმ ფირმებისა თუ სააგენტოების საქმიანობის აღკვეთა, რომლებიც ამა თუ იმ აბრას ამოფარებული, ფაქტობრივად, ადამიანებით ვაჭრობას ეწევიან.
კონვენციის მიღებას მომავალი წლის ზაფხულში ვარაუდობენ.