Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური


საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა ლიდერებს შორის

საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა ლიდერებს შორის
შეთანხმების მიღწევას მიესალმება საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ამის თაობაზე პარასკევს გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროსაბჭოს განცხადებები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში ნათქვამია: "ბოლო დღეებში, როცა დაძაბულობამ აჭარის ირგვლივ საშიშ ზღვარს მიაღწია, რუსეთის მხარე მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა საქართველოსა და აჭარის ხელმძღვანელობასთან. ამგვარი ქმედების მთავარი ამოცანა კი იყო ის, რომ არ დაგვეშვა მოვლენათა ძალადობრივი განვითარება. ამ კოტექსტში სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვის მერის ? იური ლუჟკოვის ძალისხმევა". ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ? ვალტერ შვიმერმა კი განაცხადა, რომ ძალიან მოხარული დარჩა ზურაბ ჟვანიას შეტყობინებით, როცა მან გენერალურ მდივანს აცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. "ახლა უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ იმას, რომ 28 მარტის არჩევნები კარგად წარიმართება", - აღნიშნა ვალტერ შვიმერმა. ეუთოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სოლომონ პასის მიაჩნია, რომ თბილისსა და ბათუმს შორის შეთანხმების მიღწევა დადებითი პრეცედენტია მთელი რეგიონისთვის.
XS
SM
MD
LG