დღის 12 საათზე მთელ ქვეყანაში ერთი წუთით შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა, შეწყდა მუშაობა ფაბრიკა-ქარხნებში, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში, შეწყდა სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში... ასეთი მასშტაბის ტრაგედია მადრიდს მართლაც არ ახსოვს: ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, საგარეუბნო მატარებლებში, თითქმის ერთდროულად მოწყობილმა რამდენიმე აფეთქებამ ორასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. და, როგორც ექიმები შიშობენ, ეს ციფრი საბოლოო არ არის: 1400-ზე მეტი დაშავებულიდან 40-მდე ადამიანის მდგომარეობა "მძიმედ" არის შეფასებული.
მადრიდის ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგურ ატოჩაში, რომელიც ტერორისტებმა თავიანთ ერთ-ერთ სამიზნედ შეარჩიეს, მგზავრებს პარასკევს, მთელი დღის მანძილზე მიჰქონდათ ყვავილები, ანთებდნენ სანთლებს, უბრალოდ, ლოცულობდნენ იმ ადამიანთა სულების მოსახსენიებლად, ვინც ხუთშაბათის ტერაქტს შეეწირა.
ესპანეთის ხელისუფლებამ მთელს ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმა, რომელიც კვირისთვის დანიშნული არჩევნების შემდეგ თავის თანამდებობას დატოვებს, განაცხადა, რომ ტერაქტის ორგანიზატორთა ძიების პროცესში გამომძიებლებს ჯერჯერობით არც ერთი ვერსია არ გამოურიცხავთ. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთი ტერორისტთა წინაშე უკანდახევას არ აპირებს:
[ხოსე მარია ასნარის ხმა] "არ არის, არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება საზღვარი ჩვენს ურყევ სწრაფვაში, შევებრძოლოთ ტერორიზმს. ტერორისტების დასამარცხებლად არაფრის წინაშე არ დავიხევთ უკან. რელიგიურ ფანატიზმსა და ეთნიკურ ფანატიზმს ერთმანეთისგან მხოლოდ ის მიზნები განასხვავებს, რომლებისთვისაც ისინი იბრძვიან. მაგრამ ორივეს მამოძრავებელი ძალა ერთია: მოკვლის, ნგრევისა და გენოციდის წყურვილი."
ესპანეთის პრემიერმა თანამემამულეებს მოუწოდა, შეუერთდნენ საღამოსთვის დანიშნულ მასობრივ დემონსტრაციებს, რომელში მონაწილეობის მისაღებად დიდი თუ პატარა ქალაქების ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციების მონაწილეთა შორის იყვნენ იტალიისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები სილვიო ბერლუსკონი და ჟან-პიერ რაფარენი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი და სხვა უცხოელი ოფიციალური პირები.
თვით ხოსე მარია ასნარმა, რომელიც 1995 წელს თვითონ იყო ბასკ სეპარატისტთა ორგანიზაცია ეტას სამიზნე, შარშან დაუფიქრებლად დაუჭირა მხარი შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო კამპანიაში - მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამემამულეების უმრავლესობა ერაყში ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის ესპანელ მოკავშირეს ამ სიტყვებით მიმართა:
[ჯორჯ ბუშის ხმა] "დიდად ვაფასებ ესპანეთის მთავრობის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, მის უდრეკ პოზიციას ეტას მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულების საკითხში. შეერთებული შტატები მას მხარში უდგას."
მადრიდში მოწყობილი აფეთქებები მკაცრად დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. საფრანგეთმა და გერმანიამ სამთავრობო დაწესებულებებში, გლოვის ნიშნად, სანახევროდ დაუშვეს სახელმწიფო დროშები. ევროპის კავშირის ოთხმა ქვეყანამ ესპანეთის მთავრობას მზადყოფნა გამოუთქვა, ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.
ესპანეთის მეფემ ხუან კარლოსმა თანამემამულეებს ტელევიზიით მიმართა:
[ხუან კარლოსის ხმა] "თქვენი მეფე თქვენთან ერთად განიცდის ტკივილს და იზიარებს თქვენს აღშფოთებას. იგი დარწმუნებულია, რომ კანონი იმძლავრებს და ეს მხდალი მკვლელები მართლმსაჯულების ხელში აღმოჩნდებიან; და იგრძნობენ იმ განაჩენის სიმკაცრეს, რომელსაც მათ სასამართლო გამოუტანს."
ხუან კარლოსის მეუღლემ, დედოფალმა სოფიამ, საავადმყოფოებში მოინახულა აფეთქებების შედეგად დაშავებულები.
ამასობაში გამომძიებლები ტერაქტების მომწყობთა კვალის ძიებას განაგრძობენ. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანხელ ასებესმა, რომელიც აფეთქებების მოწყობაში თავდაპირველად ეტას ადანაშაულებდა, ხუთშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ერთ-ერთი აფეთქების ადგილთან გაჩერებულ მიკროავტობუსში პოლიციამ იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობები და არაბულენოვანი აუდიოფირი, რომელზეც ჩაწერილია ნაწყვეტები ყურანიდან.
ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენად ავთენტურია "ალ ყაიდის" სახელით გაკეთებული განცხადება, თითქოს ტერორისტული ოპერაცია ამ ორგანიზაციის მოწყობილი იყოს.
ბასკი სეპარატისტების აკრძალული პოლიტიკური პარტიის, "ბატაშუნას" ლიდერმა არნალდო ოტეგიმ უარყო ცნობები, თითქოს აფეთქებების უკან ბასკთა სეპარატისტული მოძრაობა იდგეს. ევროპის პარლამენტში "ბატაშუნას" წარმომადგენელმა კოლდო გოროსტიაგამ მკაცრად დაგმო მადრიდის აფეთქებები და განაცხადა, რომ მათ გამართლება არა აქვს. თუმცა, პარასკევს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ასნარმა თქვა, რომ "ბატაშუნას" განცხადებები ყურადღების ღირსი არ არის.