მოხსენების თემა ერაყი გახლდათ, მიზანი - მსოფლიოსთვის იმის დამტკიცება, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი მართლაც ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნიდა არა მარტო თავის მეზობლებს, არამედ მთელს პლანეტას. პაუელის გამოსვლიდან გასულმა ერთმა წელმა მოხსენებაში გამოთქმულ ბრალდებებს ზურგი ვერაფრით გაუმაგრა.
კოლინ პაუელის შარშანდელი მოხსენების მიზანი სხვაგვარადაც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თავისი საქაღალდიდან ისეთი არგუმენტები უნდა ამოეწყო, რომ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების აუცილებლობის თაობაზე ყოველგვარი ეჭვი გაფანტულიყო.
ამ მიზანს პაუელმა ვერ მიაღწია. იმ ქვეყნებს, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებოდნენ, პოზიცია არც მოხსენების შემდეგ შეუცვლიათ; ანუ საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი პაუელის გამოსვლის შემდეგაც დაჟინებით მოითხოვდნენ ერაყში ინსპექციების გაგრძელებას. საბოლოოდ კი შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტეს, აღარ დალოდებოდნენ გაეროს მანდატს და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისკენ მიმართული სამხედრო ოპერაცია დაეწყოთ.
შარშანდელი 5 თებერვლის გამოსვლაში კოლინ პაუელი ამტკიცებდა, რომ ომის დასაწყებად ვაშინგტონს საკმარისზე მეტი მიზეზი მოეპოვება:
[კოლინ პაუელის ხმა] "საქმე გვაქვს ფაქტების მოზღვავებასა და შემაშფოთებელ ქცევასთან. ფაქტები და ერაყის ქცევა ადასტურებს, რომ სადამ ჰუსეინსა და მის რეჟიმს არაფერი უღონიათ - არაფერი უღონიათ! - განიარაღებისთვის, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვდა. დიახ, ფაქტები და ერაყის ქცევა გვიჩვენებს, რომ სადამ ჰუსეინი და მისი რეჟიმი მალავენ თავიანთ ძალისხმევას, მასობრივი განადგურების კიდევ უფრო მეტი იარაღი შექმნან."
პაუელის მოხსენებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა; სადამ ჰუსეინის რეჟიმი კარგა ხანია, დაემხო. მაგრამ ერაყში მომუშავე ექსპერტებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს ქიმიური, ბიოლოგიური თუ ბირთვული იარაღის კვალს.
კარნეგის ფონდის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პროექტის ხელმძღვანელის ჯოზეფ სირინსიონეს აზრით, დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ პაუელის მოხსენება ძირითადად მცდარი იყო:
[ჯოზუფ სირინსიონეს ხმა] "პაუელის ანგარიშში გაგიძნელდებათ თუნდაც ერთი წინადადების პოვნა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან მართებული იქნებოდა. პროგრამებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანი 29 ძირითად ბრალდებას აყალიბებს. რამდენადაც ვიცით, მათგან არც ერთი არ დადასტურებულა და ბევრ მათგანზე უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მართალი არ არის."
საინტერესოა, რომ ამ ორიოდე დღის წინათ, "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტთან საუბარში, პაუელმა აღიარა, რომ არ იცის, დაუჭერდა თუ არა მხარს ერაყში ომის დაწყებას, თუ ეცოდინებოდა, რომ ეს ქვეყანა მასობრივი განადგურების იარაღს არ ფლობს. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილება, ჩატარებულ იქნეს დამოუკიდებელი გამოძიება იმაზე, თუ რას ემყარებოდა დასკვნები ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის შესახებ.
რადიო "თავისუფლება" ამ თემაზე ესაუბრა კანადელ დიპლომატს დევიდ მელოუნს, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო აკადემიას ხელმძღვანელობს. მელოუნის აზრით, კოლინ პაუელის შარშანდელმა მოხსენებამ აშკარად შელახა მისი საერთაშორისო ავტორიტეტი. და, საერთოდ, ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ვაშინგტონის საგარეო უწყება მომავალში უნდა ერიდოს დაზვერვის ინფორმაციის ამგვარად გამოყენებას.
[დევიდ მელოუნის ხმა] "მთავრობებისთვის დაზვერვა კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. მაგრამ დაზვერვასთან დაკავშირებით ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად ძალუძს მას, თავი დაიცვას პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენისგან. რადგან ბოლო ორი წლის მანძილზე, ერაყის საკითხში, ამ კონიუნქტურას გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე საჭირო იყო."