Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა გაკვირვება


ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა გაკვირვება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი, შეერთებულმა შტატებმა,

ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა გაკვირვება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი, შეერთებულმა შტატებმა,
სამხედრო ტყვედ გამოაცხადა. ხსენებული საბჭოს წევრმა დარა ნორ ად-დინმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინი ჩვეულებრივი დამნაშავის სტატუსით უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მისივე თქმით, საბჭო საგულდაგულოდ შეისწავლის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას. პენტაგონმა განაცხადა, რომ ჰუსეინმა სამხედრო ტყვის სტატუსი მიიღო, ვინაიდან შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო. ახლა იგი ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობს. ჰუსეინს ამასთანავე, სამხედრო დანაშაულისთვისაც აგებინებენ პასუხს.
XS
SM
MD
LG