და მასზე ამომრჩეველმა საკმაოდ მაღალი მოქალაქეობრივი აქტივობა აჩვენა. 4 იანვრის არჩევნები წარიმართა მშვიდად - ისე, რომ არჩევნების დღეს ადგილი არ ჰქონია არც ერთ ექსცესს, არც ერთ სერიოზულ გართულებას. ამ არჩევნების საბოლოო შედეგები დადგენის სტადიაშია, თუმცა არავის ეეჭვება, რომ მასში მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემები მის 95 პროცენტიან გამარჯვებას იუწყება.
5 იანვარს, საღამოს 6 საათისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხოლოდ 417 ოქმის მონაცემების მიხედვით შეეძლოთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გარკვეული ტენდენციის გამოკვეთა. 417 ოქმის შედეგების მიხედვით კი, რაც აქტიური ამომრჩევლების ერთი მეშვიდედის არჩევანზე მეტყველებს, სურათი ასეთია:
როინ ლიპარტელიანს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 0. 53 პროცენტი, ქართლოს ღარიბაშვილს - 0, 28 პროცენტი , ზურაბ ქელეხსაშვილს - 0, 09, თემურ შაშიაშვილს - 2. 47, მიხეილ სააკაშვილს - 96, 07, ზაზა სიხარულიძეს კი - ამომრჩეველთა 0, 03 პროცენტი. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 1, 43 პროცენტმა. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს მონაცემები ემყარება 417 ოქმის შედეგებს, ანუ საარჩევნო უბნების 14 პროცენტის მონაცემებს. 5 იანვარს, საღამოს 6 საათისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციაში, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოს საარჩევნო უბნებიდან და ოლქებიდან მიღებული ოქმები იყო თავმოყრილი. ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეძლებს შეასრულოს დაპირება, რომლის მიხედვით, ცესკოს მონაცემთა ბაზაში ყველა უბნის მონაცემი ოთხშაბათს იქნება შეყვანილი. ზუსტი მონაცემებიც ამ დღეს გამოიკვეთება. მანამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაზუსტებით მხოლოდ ის შეუძლიათ თქვან, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო, საკმაოდ მაღალი. ბოლო მონაცემებით, არჩევნებში 1 მილიონ 761936-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განსაზღვრა 2 მილიონ 129825-ით, რაშიც არჩევნებამდე და არჩევნების დღეს რეგისტრაციაგავლილი ამომრჩევლები იგულისხმებინ, შეიძლება იმის თქმა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით 83 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
"სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის შედეგები ზუსტად ისეთია, როგორზეც ჩვენ მიერ ნახსენები 417 უბნის შედეგები მეტყველებს. მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაშიც 96 პროცენტით ლიდერობს. აქამდე ყველაზე რეკორდულად 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებული ხმები მიიჩნეოდა. მაშინ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 550371 იყო. გამსახურდიას ამომრჩეველთა 83,59 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ედუარდ შევარდნაძემ კი 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 74, 32 პროცენტი მიიღო, 2000 წელს -79, 8 პროცენტი. ვნახოთ, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მონაცემები რეკორდული. წინამორბედებთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მას ყველაზე სუსტი კონკურენტები ჰყავდა - უფრო მეტიც, კონკურენტები თითქმის არ ჰყავდა.